უილიამ შექსპირი – “სონეტი”

მე დავიქანცე,წამიყვანე,სიკვდილო ჩქარა,

რომ აღარ ვნახო ღირსეულნი ფეხით თელილი,

აღარ ვიხილო უვიცობის ზეიმი მარად,

არც სათნოება გალანძღული და შერცხვენილი.

***

უნამუსოებს თავს ნამუსის გვირგვინი ბურავს,

და უძლურება ძლიერებას უკარგავს ძალას,

არარაობა უსამართლოდ განდიდებულა

და სამართალი ცრუ დიდებას ხარკს უხდის კვალად.

***

ნათელ გონებას გზას უღობავს უგუნურება,

ენადაბმული ხელოვნება უღელქვეშ კვდება,

კეთილი საქმე ბოროტებას ემსახურება

და სასაცილოდ აუგდიათ ჭეშმარიტება.

***

მე მოვკვდებოდი,მოქანცული ამდენი თმენით,

რომ არ მიმძიმდეს,სიყვარულო,დათმობა შენი.