ვაჟა ხორნაული – “დიდხანს შერჩები სამზეოს”

მშვენიერი და უბრალო,

ამბები ხდება შენშია - 

ხან ჯოჯოხეთში დაფრინავ,

ხან კიდევ სამოთხეშია.

გულია შენი მეგზური,

სინათლე – სიბნელეშია,

სიმღერა სიყვარულისა,

ისევ გიფარავს ზღვებშია.

შენმა ცამ ფერი იცვალა,

მატულობს სიმაღლეშია.

***

დიდხანს შერჩები სამზეოს,

იხარებ სიცოცხლეშია,

და როცა შენი მიზეზით

ფიქრი მოიწყენს მკვდრებშია,

ღმერთის კალთაში ამოხვალ

ჩასული სამარეშია…