ვახტანგ ჭელიძე – “წიგნების” შესახებ წერდა…
“ბოთლში გამომწყვდეული ჯინისა არ იყოს,წიგნს მაგიური ძალა აქვს.შედიხარ ბინაში,ათვალიერებთ თაროებზე დალაგებულ,ლამაზად აკინძულ ნივთებს,შესცქერით, და თითქოს არაფერი – ამ ნივთებში წყვდიადს დაუსადგურებია.მაგრამ ეს წათვლემილი ნივთები უდიდეს საოცრებებს მალავენ – უდიდეს სიბრძნეს,უდიდეს მღელვარებას,ცხოვრების ათასგვარ საიდუმლოებას,ათასნაირ თავგადასავალს,ათასნაირ ტკივილსა თუ ბედნიერებას… მაგრამ ყოველთვის დიდ სიხარულს. (ავტორი გენია.ჯი)
და როგორც კი წიგნი გადაიშლება,როგორც კი სტრიქონებს თვალის შუქი გაანათებს,ხელადვე გაცოცხლდება,ამოძრავდება ის აზრი,სიბრძნე,ცხოვრებისეული მღელვარება,მრავალფეროვანი თავგადასავლები…
წიგნი თავისთავად დიდი სიკეთეა და ამავე დროს დაუშრეტელი წყაროა ყოველგვარი სიკეთისა და ბედნიერებისა.წიგნი კაცობრიობის მეხსიერებაა.წიგნი წინაპართა მიმართ მადლიერების გამოხატულებაა.წიგნი მწარე გაკვეთილია,გაფრთხილებაა.წიგნი ცოდნის წყაროა – როგორც ეს დიდი მწერლებისთვის შესაფერი უბრალოებით არის გამოთქმული.წიგნი კაცობრიობის დიდი მომავლის გზის გამნათებელია; წიგნი ბრძოლის უმახვილესი იარაღია…” (ავტორი გენია.ჯი)