იცით თუ არა,რომ
1. ძველ იტალიურ პასპორტებში,სხვადასხვა მონაცემებთან ერთად მითითებული იყო პასპორტის მფლობელი ადამიანის “ხმის ტემბრი”.რადგან ადრეულ წლებში იტალიაში,ამა თუ იმ ადამიანის ხმის ტემბრი მიჩნეული იყო ისეთ ბუნებრივ თვისებად ადამიანისა,რომლის შეცვლაც დაუშვებელი იყო.
2. გენიალური ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი,ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე საკუთარ თავს,ხან მონარქისტად,ხან ანარქისტად და ხანაც კომუნისტად მიიჩნევდა.ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდგომ მან მხარი დაუჭირა ფრანსისკო ფრანკოს ავტორიტარულ რეჟიმს და გენერალი ფრანკოსადმი მისი პატივისცემის გამოხატვის მიზნით,მისი შვილიშვილის პორტრეტიც კი დახატა.
3. იაპონიაში პოვარი-სუშისტები,საკმაოდ ხანგრძლივ კურს გადიან სუშის მომზადების შესახებ.კერძოდ,ისინი 2 წლის მანძილზე ემზადებიან ბრინჯის დამზადებაში,ხოლო სამი წელი თევზის დამზადებაში.
4. სულ ბუნებაში – კენგურუს 69 სხვადასხვა სახეობაა გავრცელებული.
5. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გარდაცვლილ მებრძოლთა 1/3 “ესპანური გრიპის” მსხვერპლი გახლდათ და არა საბრძოლო მოქმედებებისა. (ავტორი გენია.ჯი)
6. პირველი უცხოური კომპანია,რომელმაც საბჭოთა კავშირში და კერძოდ მის დედაქალაქში მოსკოვში რეკლამა განათავსა,გახლდათ Coca-Cola.აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულ იქნა 1989 წელს.
7. თითოეულ ზღარბს 36 კბილი გააჩნია.
8. XIX საუკუნემდე “მარადიული ქალაქი” – რომი,მოსახლეობის მხრივ ევროპაში ყველაზე დიდი ქალაქი იყო და მასში მილიონამდე მაცხოვრებელი ცხოვრობდა.თუმცა XIX საუკუნეში მას,ამ მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა ლონდონმა გადაუსწრო. (ავტორი გენია.ჯი)
9. პლანეტა მარსზე საშუალო ტემპერატურა -60 გრადუს-ცელსიუსს უტოლდება.
10. ყველაზე იშვიათ თვალის ფერად დღემდე დედამიწაზე – მწვანე ფერის თვალებია მიჩნეული,რადგან ასეთი ფერის მქონე თვალები,მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს გააჩნია.