პალილა

პალილა – წარმოადგენს მთიულასებრნთა ოჯახის,მონოტიპური კლასის ულამაზეს ფრინველს,რომელიც სპეციალისტთა მონაცემების თანახმად გაქრობის ზღვარზეა მისული.მათი გავრცელების უმთავრესი და ერთადერთი ადგილი დღესდღეობით,ჰავაის კუნძულებზე მდებარე მაუნა-კეას ვულკანის მიდამოები და მისი კლდოვანი ნაწილებია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ისინი ზღვის დონიდან 2000 – 2900 მეტრ სიმაღლეზე ბინადრობენ.პალილას 72% მაუნა-კეას მიდამოებში არის განსახლებული.მათი სიგრძე 19 სანტიმეტრამდეა.ფრთები და კუდი მწვანე ფერის აქვთ,თავი და მკერდი მოყვითალო-ოქროსფერი,ხოლო მუცელის შეფერილობა თეთრი ან ნაცრისფერი. (ავტორი გენია.ჯი) გაააჩნიათ შავი ფერის მქონე მასიური ნისკარტი.გამოირჩევიან ულამაზესი ხმოვანების მქონე მელოდიური გალობით,რომლის მოსმენაც დილისა და საღამოს საათებშია შესაძლებელი.ეტანებიან მშრალ ტყეებსა და მდელოებს.იკვებებიან მწერებით,მცირე ზომის ქვეწარმავლებით,სოკოებით,სოფორას მცენარეებითა და ყლორტებით.ბინადრობენ ოჯახებად.პალილას სახეობის ფრინველის ინკუბაციის პერიოდი თებერვლიდან სექტემბრამდე გრძელდება,რა დროსაც ორ კვერცხს დებენ.ისინი ბუდეებს ბალახოვანი მცენარეეებისაგან,ღეროებისაგან ფესვებისაგან იკეთებენ.ბარტყები 31 დღის განმავლობაში ბუდეებში რჩებიან,რის შემდეგაც დამოუკიდებელი ცხოვრების წესს იწყებენ.ისტორიამდელ პერიოდში,აღნიშნული სახეობის ფრინველი ჰავაის არქიპელაგის კუნძულ ოაჰუზეც იყო გავრცელებული.იგი პირველად აღწერილ იქნა 1877 წელს,ცნობილი ფრანგი ზოოლოგის – ემილ უსტალეს მიერ.1920-იან წლებში მათი გავრცელების არეალს შეადგენდა მაუნა-კეა,მაუნა-ლოასა და გუალალაის კლდოვანი ნაწილები. 1944 წლისათვის მეცნიერები ვარაუდობდნენ,რომ – პალილას სახეობა ბუნებაში საერთოდ გაქრა,თუმცა საბედნიეროდ ეს ფაქტი არ დადასტურდა. 1975 წლისათვის ბუნებაში,სულ 1 614 ეგზემპლარი იყო შემორჩენილი.მიუხედავად ბუნების დამცველთა აქტიური მოქმედებებისა,მათი რაოდენობა მაინც მცირდებოდა და 2009 წელს მას ოფიციალურად მიანიჭეს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ფრინველის სტატუსი,რაც დღემდე ძალაშია. (ავტორი გენია.ჯი)