ერნესტ მილერ ჰემინგუეი – მის შესახებ გამოქვეყნებული “ნეკროლოგის” შესახებ წერდა…
დიდი ამერიკელი მწერალი,რომანისტი და ჟურნალისტი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები),ბევრჯერ შეხვედრია სიკვდილს პირისპირ,სხვადასხვა გარემოებებსა და სხვადასხვა პირობებში,ხან ბრძოლებში,ხან ნადირობის დროს.ერთხელ გამოიტირეს კიდეც აფრიკაში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ,როცა ყველას მკვდარი ეგონა და გაზეთებში სამგლოვიარო განნცხადებებიც კი დაბეჭდეს. (ავტორი გენია.ჯი) მწერალმა თვითონვე წაიკითხა თავისი ნეკროლოგები,რომლებშიაც დიდი მგზნებარებით წერდნენ,რომ ჰემინგუეი მუდამ სიკვდილს ეძებდაო.ერნესტი შემდგომში,მის მიმართ გამოქვეყნებული “ნეკროლოგების შესახებ მწარედ შენიშნავდა:
“თითქმის ყველა ნეკროლოგი ირწმუნებოდა,ჰემინგუეი მთელი დღე და მოსწრება სიკვდილს ეძებდაო.მაგრამ როგორ უნდა ვირწმუნო ეს ფაქტი? თუკი ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება სიკვდილს ეძებდა,ორმოცდათოთხმეტი წლისა როგორღა მოიყარა?!. კაცი რომ მთელი სიცოცხლე სიკვდილს ერიდებოდეს,მაგრამ ლაჩრულად არ უხრიდეს თავს,დაცინვის საშუალებას არ აძლევდეს და სწავლობდეს მას,ეს როდი ნიშნავს,სიკვდილს ეძებსო!” (ავტორი გენია.ჯი)