ქართული სიმღერის შესახებ youtube-ზე უცხოელები წერენ…

1. ქართული ხალხური სიმღერების მოსმენის შემდეგ,ბევრმა ეროვნებით ყაზახმა გადაწყვიტა,საკუთარი თვალით ენახა,ამ საოცარი მელოდიების სამშობლო – საქართველო!

2. მიუხედავად იმისა,რომ ქართული სიტყვები არ მესმის,ქართული სიმღერა ჩემში მაინც ყოველთვის სულს აფორიაქებს და ცრემლებამდე მივყავარ.

3. როდესაც ქართულ მელოდიებს ხალხი მოისმენს,ყველაფერი კარგად იქნება. (ავტორი გენია.ჯი)

4. ქართულმა სიმღერებმა – საქართველო შემაყვარა!

5. პატარა საქართველომ,მსოფლიოს საოცრად დიდი ხმები აჩუქა!

6. იმდენად მხიბლავს საოცარი ქართული სიმღერა,რომ მზადა ვარ ქართული ენა შევისწავლო!

7. რაოდენ დიდ სიკეთეს იწვევს ადამიანში ქართული ხალხური სიმღერების მომსმენა?!

8. ქართული ენა,ქართულ სიმღერაში – ბულბულის სტვენას მაგონებს! (ავტორი გენია.ჯი)

9. ქართველებო თქვენ გაგიმარჯოთ,რომ საშუალება მოგვეცით უნიკალური მელოდიის და ღვთიური ხმების ჰარმონიით დავმტკბარიყავით.

10. თითოეული ქართული სიმღერის მოსმენაზე,სიცოცხლის თითო წუთი მემატება! (ავტორი გენია.ჯი)