ნელსონ მანდელას წერილი – “სამხრეთ აფრიკის საპატიმროთა კომისარს”
“როგორც ამ ქვეყნის ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს,იმაზე ფიქრი,რომ ჩვენი ხალხი ჩვენ ოდესმე დაგვივიწყებს,ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.“სლახტერს ნეკის” აჯანყებიდან 160 წელი გავიდა,ინგლისელებსა და ბურებს შორის გამართული ომის შემდეგ – 74,ჯოუპი ფოურის უკანასკნელი გამოსვლიდან კი – 61.მე არასოდეს დავიჯერებ,რომ თქვენ ახლა უკვე აღარ გახსოვთ ის პატრიოტები,ადამიანები,რომლებმაც ინგლისური კოლონიალიზმისგან გაგათავისუფლათ და საკუთარი ქვეყნის მართვის საშუალება მოგცათ.სწორედ მათი დამსახურებაა,რომ თქვენ დღეს ამ მაღალ თანამდებობაზე ბრძანდებით. (ავტორი გენია.ჯი)
სწორედ ამიტომაა უაზრობა იმაზე ფიქრი,რომ ჩვენ ხალხი ოდესმე დაგვივიწყებს.ჩვენ მათთვის პატრიოტები ვართ,ადამიანები,რომლებიც ვცდილობთ,ჩვენი ქვეყანა კვლავ დავიბრუნოთ და თავისუფალ სამხრეთ აფრიკაში ვიცხოვროთ.დღეს თქვენი ხალხი ჩემს ხალხს ხოცავს.დიახ,ეს დღეს ხდება და არა ერთი საუკუნის წინ.სწორედ დღევანდელი სამხრეთ აფრიკაა,სადაც რასობრივი დევნა,სასამართლოს გარეშე ადამიანების ციხეში ჩაგდება და წამება ხორციელდება.უახლოეს მომავალში საკონცენტრაციო ბანაკების ჩამოყალიბების საშიშროება გველის.დიახ,ეს შესაძლოა,არ იყოს წარსულის მოგონება. (ავტორი გენია.ჯი) როგორ უნდა დაგვივიწყოს ჩვენმა ხალხმა,როდესაც ჩვენ ასეთი ბოროტებისაგან ვცდილობთ მათ გათავისუფლებას?
სამხრეთ აფრიკაში,ისევე,როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში,პატიმრებსა და ოფიციალურ პირებს ბევრი ფაქტორი ჰყოფს ერთმანეთისგან.მე არ ვეთანხმები იმ დეპარტამენტის პოლიტიკას,რომლის უფროსი თვენ ბრძანდებით.მე მძულს თეთრკანიანთა უპირატესობის პოლიტიკა და ჩემს ხელთ არსებული ნებისმიერი იარაღით ვიბრძოლებ მის წინააღმდეგ.მიუხედავად ამისა,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ჩემი და თქვენი ბრძოლა უკიდურეს სახეს მიიღებს,მე მსურს,რომ ეს იყოს პრინციპების ბრძოლა,რომელიც პირადი სიძულვილისაგან სრულიად თავისუფალი იქნება.როდესაც ეს ბრძოლა დასრულდება,როგორიც არ უნდა იყოს მისი შედეგი,მე ამაყად ჩამოგართმევთ ხელს,რადგან მეცოდინება,რომ ჩემ წინ დგას ღირსეული ადამიანი,რომელმაც პატიოსნების კოდექსი დაიცვა.სამწუხაროდ,დღეს სულ სხვა რეალობაა: თქვენი ქვეშევრდომები უსამართლო და ბინძურ მეთოდებს იყენებენ,ასეთ შემთხვევაში კი სიბრაზე და ზიზღი გადაულახავი რჩება”. (ავტორი გენია.ჯი)