არტურო პერეს-რევერტე – “ტრაფალგარის კონცხი”
“ტრაფალგარის კონცხი” - ესპანურ ენაზე “Cabo Trafalgar”,წარმოადგენს მოთხრობას,დაწერილს დიდი ესპანელი მწერლისა და ჟურნალისტის -არტურო პერეს-რევერტეს მიერ.მისი გამოქვეყნება ფართო საზოგადოებისათვის 2004 წლის 13 ოქტომბერს განახორციელა გამომცემლობა “Alfaguara”.აღნიშნული ნაწარმოები მწერლის მიერ მიძღვნილ იქნა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორიული მოვლენის “ტრაფალგარის ბრძოლისადმი”,რომელიც 1805 წლის 21 ოქტომბერს მოხდა და სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალები და ფრანგთა და ესპანელთა კოალიციური ფლოტილიები.ნაწარმოებში დეტალურად არის გადმოცემული გემების მანევრები,რომელთაც თან ახლავს სქემები ყოველი გემის ადგილმდებარეობისა.თუკი აღნიშნული დღე დიდი ბრიტანეთის ისტორიაში “ოქროს ასოებით” ჩაიწერა,მოკავშირეებისათვის იგი ერთ-ერთ ყველაზე შავბნელ ისტორიულ ფურცლად იქცა.შესაბამისად,აღნიშნული თარიღი ესპანელთათვის და ფრანგთათვის დღემდე მწუხარებისა და გლოვის დღედ არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აქვეა აღსანიშნავი ისიც,რომ ისევე როგორც ბრიტანელი,ასევე მოკავშირეების მებრძოლებიც დიდი სიმამაცით იბრძოდნენ.ნაწარმოებში ფართოდ არის აღწერილი ტრაფალგარის კონცხთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები,დაწყებული მისი თავდაპირველი მოვლენების ჩათვლით.ნაწარმოების უმთავრესი მოვლენების ქვეშ ექცევა ესპანური სამხედრო ხომალდი,სახელწოდებით “ანტილია”,რომელზეც ბრძოლის მთელმა ქარ-ცეცხლმა გადაიარა და იგი სრული კატასტროფის წინაშე დააყენა.აღნიშნულ ხომალდზე მყოფი მთელი შემადგენლობა განადგურდა.თუმცა მის წინააღმდეგ მებრძოლ ბრიტანულ ხომალდებსაც დიდი ზიანი მიადგა.”ანტილიას” დაღუპვამდე,ერთ-ერთმა მისმა ესპანელმა მატროსმა – ნიკოლას მარახო სანჩესმა,რამდენიმე ცოცხლად გადაჩენილ თანამებრძოლთან ერთად ხელთ აღმართა ესპანეთის ეროვნული დროშა,რათა იგი გემის ანძაზე აღემართა,თუმცა “ანტილიას” ბორტზე აღარცერთი მთელი ანძა აღარ არსებობდა.ამ ემოციურ მომენტში იმ ინგლისელმა მებრძოლებმა,რომლებიც “ანტილიას” უტევდნენ,სროლა შეწყვიტეს და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მათ ერთხმად შესძახეს სანჩეს სიტყვები – “ვაშა”. (ავტორი გენია.ჯი) მოთხრობა “ტრაფალგარის ბრძოლა” სრულდება მწერლის მიერ გამონაგონი პერსონაჟის,კაპიტან – ლუი კელენიკის პატაკით,სადაც გადმოცემულია “ანტილიის” გემის შესახებ ინფორმაცია.ბრძოლის შემდეგ წარმოიქმნა ქარიშხალი,რომელმაც მრავალი განადგურებული გემის ნაშთები გამორიყა ესპანეთის სანაპიროებზე,მათ შორის “ანტილიის” გემის ნარჩენებიც.მწერალმა აღნიშნულ ნაწარმოებში გამოიყენა ისეთი ხომალდი “ანტილია”,რომელსაც ამ ბრძოლაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მეტიც,ასეთი სახელწოდების ხომალდი საერთოდ არ ირიცხებოდა იმ პერიოდის ესპანურ ფლოტში.ასევე გამოგონილი პერსონაჟია “ანტილიის” კაპიტანი – კარლოს დე ლა როჩა-ი-ოკენდო.ყოველი მოვლენა “ტრაფალგარის ბრძოლისა”,მწერალმა ზუსტად გადმოსცა,თუმცა შექმნა ისეთი პერსონაჟები და ისეთი გემი,რომელიც რეალობაში არ არსებობდა,მაგრამ ყველა მოვლენა ჰიპოთეტურად მასთან დააკავშირა.