ესტატე მჭედლიძის (ბოსლეველის) მოსაზრება…
“ხალხის ცხოვრება,მისი აწმყო და მომავალი მხოლოდ მაშინ სდგას წარმატების გზაზედ,როდესაც სხვათა შორის ამ ხალხის მოწინავე განათლებული ნაწილი ნამდვილს მამულის-შვილობას უწევს თავის ქვეყანას,როდესაც ამ ნაწილს თავის ღვიძლი ერის ერთგულება თბედ გადაქცევია და ყოველს ძარღვში გასდგომია. (ავტორი გენია.ჯი) ბევრად თუ ცოტად ცნობიერი ცხოვრება,თანამედროვე ცხოვრების ვარამისა და სიბოროტის გაგება,საზოგადოებრივის ორღანიზმის ტკივილების მიზეზთა გამოკვლევა და ამ ტკივილებისათვის უებარ წამალთა გამოძებნა და მოხმარება,მხოლოდ საზოგადოების გონება-გახსნილის და განვითარებული ნაწილის ხვედრია.რასაკვირველია,უმრავლესობა,მასსა კარგად გრძნობს ტკივილს,იგი თვითონ თავის საკუთარს თავზედ განიცდის ცხოვრების უკუღმართობას,მისს ყოველ-დღიურს ცხოვრებაში ხელოვნურად შემოტანილ პირობებთა უსამართლობას; იგი გრძნობს,რომ ცხოვრება მას ტყვიის უღლად დასწოლია კისერზედ,რომ ცხოვრებას მის თავზე კალო გაუმართავს სხვისდა სასარგებლოდ,მაგრამ ამ უკუღმართის მოვლენის გამჩენს მიზეზს კი ვეღარ მიმხვდარა და, თუ მიმხვდარა,ერთობ ბინდად,გაურკვევლად, – ამ მიზეზად ხან სხვა მიაჩნია,ხან ღმერთი და ხან თავისი ცოდვიანი თავი და ემორჩილება ბედს.მაგრამ თუ ტკივილმა ერთობ გაამწარა,მაშინ მოთმინება საზღვარს გადადის და ხალხი აღსდგება თავის არსებობის,თავის კაცობრიულ ღირსებათა დასაცავად და გამძვინვარებული მხეცსავით მუსრს ადენს ყველაფერს,თითქმის განურჩევლად”. (ავტორი გენია.ჯი)