მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი…
1. „ზოგზე იტყვიან – აღსრულდაო, ზოგზე – განისვენაო, ზოგზე – მოკვდაო და ზოგზე კი – ჩაძაღლდაო”.
* * *
2. „ბედი ყველას თვითონ მასვე ეკუთვნის: მხედარს ხმალზე ჰკიდია, მწერალს კალმის წვერზე უზის, მუშას გრდემლზე უდევს, გლეხს მკლავზე ჰკიდია და მომღერალს ყელში უზის. თუ იგი ვერ იპოვე, სხვას ნუ აბრალებ. ბედოვლათი ხარ და ვერ გამოიყენე”.
* * *
3. „შეიძლება გიჟიც იყო ნაყოფიერი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „არის დანაშაული, რომლის დავიწყება ისევე ძნელია, როგორც მეძავისაგან თავის წარსულისა. ამას მოსდევს უიმედობა, ურწმუნოება, დამცრება, აპათია, სულერთიანობა”.
* * *
5. „ვინც კერძო საკუთრებას უარჰყოფს, ის სინამდვილეში უზენაეს კანონს ებრძვის, რომელიც ამბობს: მე ცოცხალი ვარ და მსურს ვიცოცხლო. კერძო საკუთრებაც ეს „ვიცოცხლოა” და სხვა არაფერი. სოციალიზმი კი ამ სიცოცხლეს ებრძვის და ჰკლავს. ადამიანო, შეიგნე!”
* * *
6. „ვინც მეტისმეტად ბევრს ფიქრობს, ის უფრო ხშირად თავის ნაფიქრალს ხედავს ვინემ სინამდვილეს”.
* * *
7. „სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ-იქით ჰყრის”.
* * *
8. „მწერალო! ერთი ხელი წარსულს გაუწოდე, მეორე მყოფადს ჩასჭიდე. არც ერთი არ გაუშვა, თორემ დაიღუპები”.
* * *
9. „მე ვშიშობ საქართველოს მომავლის შიშით, და მეშინიან ჩემივე შიშის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „სამყაროში არაფერია უულამაზესი ჩვენის ქვეყნისა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანისა და ადამიანში – სულისა”.