ვინ ირიცხებოდა “არგონავტების” შემადგენლობაში?! – (ნაწილი I)

ბერძნული მითოლოგიის გმირთა ჯგუფის – “არგონავტების”,მიერ კოლხეთში მოგზაურობას და “ოქროს საწმისის” დაუფლებას,თამამად შეიძლება ითქვას,რომ მსოფლიო მითოლოგიაში ანალოგი არ მოეპოვება.ინტერესმოკლებული არ იქნება გავეცნოთ იმ 88 (სხვა ვერსიით 99) პერსონაჟის მოკლე ბიოგრაფიას,რომლებიც “არგონავტების” შემადგენლობაში იყვნენ და რომელთაც მონაწილეობა მიიღეს კოლხეთიდან “ოქროს საწმისის” გატაცებაში:

1. იაზონი – წარმოადგენდა ძველბერძნული მითოლოგიის იმ უმთავრეს გმირს,რომელიც სათავეში უდგა “არგონავტებს”.სწორედ მისმა გონიერმა საქციელმა მედეას მიმართ,ჩააგდებინა ხელში კოლხეთის უძვირფასესი საუნჯე – “ოქროს საწმისი”. (ავტორი გენია.ჯი) იგი,თესალიაში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ქალაქის იოლკუსის ძლევამოსილი მეფის – აესონის ვაჟი გახლდათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ოქროს საწმისის” ხელში ჩაგდების დავალება იასონს,ბიძამისმა (მამის ძმამ) – პელიასმა მისცა,რომელიც იმედოვნებდა,რომ აღნიშნული დავალების შესრულებისას იგი დაიღუპებოდა და ძალაუფლებას თავად ჩაიგდებდა ხელში.თუმცა,მისდა სამწუხაროდ აიეტი სამშობლოში უვნებელი დაბრუნდა.როგორც დიოდორე სიცილიელი ირწმუნებოდა,იაზონი “ოქროს საწმისის” ხელში ჩასაგდებად,ბიძის ბრძანების საფუძველზე კი არა,იმისათვის წავიდა,რომ საკუთარი სახელი გმირობის ჩადენით უკვდავეყო,რაც განახორციელა კიდეც.სამშობლოში დაბრუნებულმა იაზონმმა შეიტყო რა,ბიძის მიერ მამისა და სხვა უახლოესი ნათესავების  მკვლელობის ამბავი,მედეას ცბიერების გამოყენებით პელიასი საკუთარ ქალიშვილებს მოაკვლევინა.სხვადასხვა წყაროების მიხედვით,იაზონი იოლკუსის ადაგილობრივი მოსახლეობის მიერ განდევნილ იქნა ქალაქიდან,რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (თავი ჩამოიხრჩო).სხვა ვერსიით კი მან ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა.

2. ადმეტე (ადმეტოსი) – წარმოადგენდა თესალიელ გმირს,კალიდონიის ნადირობის მონაწილესა და ქალაქ ფერეს მეფეს,ძეს იმ ქალაქის დამაარსებლისა,სადაც მამის შემდგომ გამეფდა.მის შესახებ,დიდმა ძველბერძენმა ტრაგიკოსმა – ევრიპიდემ,დაწერა ტრაგედია,სახელწოდებით – “ალკესტიდა”. (ავტორი გენია.ჯი)

3. ავგიე (ავგეა) – წარმოადგენდა ელიდის მეფესა და ჰელიოსის ვაჟს,რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით უამრავ პირუტყვს ფლობდა.მისი თავლები 30 წლის მანძილზე არავის გაუწმნედია.როგორც ცნობილია,”ავგეას თავლებს” გადატანითი მნიშვნელობის მოიხსენიებენ და  სინამდვილეში იგი ძალზე დანაგვიანებულ შენობა-ნაგებობას გულისხმობს.ამავე მითოლოგიით ცნობილია,რომ მისი დალაგება-მოწესრიგება უზარმაზარ შრომასა და ენერგიას მოითხოვდა.”ავგეას თავლები”,იმ ჰერაკლემ დაასუფთავა,რომელიც მასთან ერთად მონაწილეობდა “არგონავტების” შემადგენლობაში კოლხეთში მოგზაურობებისას.ზოგიერთი წყაროს ცნობით – ავგიე,ზღვის ღმერთის – პოსეიდონის შვილიშვილი იყო.

4. ავტოლიკე (ავტოლიკოსი) – წარმოადგენდა ღმერთების ნების მაცნის,თავისი ჭკუითა და გამჭრიახობით ცნობილი – ჰერმესის ვაჟს.სხვა ვერსიის,კერძოდ პავსანიას ცნობის თანახმად კი,იგი გახლდათ დედალიონის ვაჟი.ჰომეროსი ირწმუნებოდა,რომ ავტოლიკე ძალიან ცბიერი და ჭკვიანი მძარცველი იყო.მის სახელთან ასოცირდება ჰერაკლესათვის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა.გარდა ამისა,იგი იყო ბაბუა,ჰომეროსის მიერ დაწერილი გენიალური ქმნილების – “ილიადას” მთავარი პერსონაჟის – ოდისევსისა,რომელიც პარნასში ცხოვრების დროს ხშირად სტუმრობდა ავტოლიკეს. (ავტორი გენია.ჯი)

5. აკასტე – წარმოადგენდა იაზონის ბიძის და “ოქროს საწმისის” ხელში ჩაგდების ერთ-ერთი ინიციატორის – პელიასის ვაჟს,რომელმაც იაზონის ქალაქიდან განდევნის შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა.გარდა კოლხეთში მოგზაურობისა,მან მონაწილეობა მიიღო “კალიდონიის ნადირობაში”,რომელშიც მონაწილეობას საბერძნეთის უმამაცესი მებრძოლები იღებდნენ.ვალერიუს ფლაკუსის ცნობების თანახმად,მისი მონაწილეობა “არგონავტების” შემადგენლობაში არ განიხილებოდა,თუმცა მან მამის (პილიასის) მალულად მაინც მოახერხა მათ როგებში ჩარიცხვა,რითაც უკდავყო კიდეც საკუთარი სახელი. (ავტორი გენია.ჯი)

6. ამფიარაოსი – წარმოადგენდა არგოსის მეფეს მელამპოდების დინასტიიდან,”კალიდონიის ნადირობისა” და არგონატების ერთ-ერთ წევრს,რომელმაც მონაწილეობა მიიღო თებეს წინააღმდეგ ლაშქრობაში.ზოგიერთი წყაროს ცნობით,ამფირაოსი ვაჟი გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,სინათლისა და ხელოვნების ღმერთის – აპოლონისა. (ავტორი გენია.ჯი) ჰომეროსის გადმოცემით,ამფიარაოსს არ სურდა თებეს წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება,რადგან თავისი წინასწარმეტყვლური ნიჭის წყალობით კარდაგ იცოდა,რომ თებეს წინააღმდეგ მონაწილენი ყველა დაიღუპებოდნენ.თუმცა,ამფიარაოსს მასში მონაწილეობა,საკუთარმა მეუღლემ – ერიფილამ გადააწყვეტინა,რომელიც ცოლობაზე იმ პირობით დაითანხმა,რომ ყველა სურვილს აუსრულებდა.მიუხედავად იმისა,რომ ცოლ-ქმარმა იცოდა ამფიარაოსის შემდგომი ბედი,თავის მიცემულ პირობას იგი მსხვერპლად მაინც შეეწირა.თებეში წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ,იგი გაიქცა,რა დროსაც მიწამ ჩაყლაპა,რის შემდეგაც უკვდავება,ამფიარაოსს თავად ზევსმა უწყალობა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ძველ საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული ამფიარაოსის კულტი და მის სახელზე მრავალი ტაძარიც იქნა აგებული.

7. ამიფაონი – წარმოადგენდა ძველბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთ პერსონაჟს,რომელსაც ვხვდებით უძველეს მიკენურ ტექსტებში,სადაც იგი მოხსენიებულია,როგორც – “მდუმარე”.იგი გახლდათ კრეთეთეასა და ტიროს ვაჟი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამიფაონის სახელთან ასოცირდება არა მარტო კოლხეთში მოგზაურობა “არგონავტების” შემადგენლობაში,არამედ ერთ-ერთი ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაც. (ავტორი გენია.ჯი)