იუტაკა ტანიამა – “ეპიზოდი”

იუტაკა ტანიამა (1927-1958 წლები) – წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს იაპონელ მათემატიკოსს,რომელმაც აღიარება მოიპოვა,როგორც საყოველთაოდ ცნობილი – “მოდულარული თეორემის”,იგივე –  ”ტანიამა-შიმურას” ჰიპოთეზის ავტორმა.მიუხედავად უდიდესი მეცნიერული წარმატებებისა,იუტაკა ტანიამამ 1958 წლის 17 ნოემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.სუიციდის წინ კი დაწერა წერილი,რომელშიც ეწერა:

“გუშინდელ დღემდე მიზნად არ მქონია სიცოცხლე თვითმკვლელობით დამესრულებინა.თუმცა,ზოგიერთებს უნდა მიექციათ ყურადღება იმისათვის,რომ,როგორც ფიზიკურად,ასევე მორალურადაც ძალიან გადაღლილი ვიყავი.ჩემი თვითმკვლელობის ჩადენის მიზანი,თავად ჩემთვისაც კი უცნობია,მითუმეტეს მაშინ,როდესაც ამისათვის რაიმე კონკრეტული და განსაკუთრებული მიზეზი არ გამაჩნია.ერთადერთი,რაც ზუსტად ვიცი,არის ის,რომ – “მე,მომავლის რწმენა დავკარგე”.შესაძლოა ამ ქვეყანაზე არსებობდეს ისეთი ადამიანი,რომლისთვისაც ჩემი სიკვდილი დიდი დარტყმა იქნება.გულწრფელად მჯერა,რომ ეს ფაქტი მის მომავალს ჩრდილს ვერ მიაყენებს.მაგრამ,არ შემიძლია უარვყო ის,რომ ეს ჩემი მხრიდან,მის მიმართ ჩადენილი ღალატია.მიუხედავად ამისა,ვთხოვ მას,რომ მაპატიოს ჩემს მიერ ჩადენილი შეგნებული ქმედება,რომელსაც ვახორციელებ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელად”.

ერთადერთი,რაც ამ ბუნდოვანი წერილიდან ირკვევა,არის ის რომ,უდიდესმა იაპონელმა მათემატიკოსმა მომავლის რწმენა დაკარაგა.როგორც მისი ახლობლები ამბობდნენ,იუტაკა ყოველთვის გამოირჩეოდა უცნაური საქციელებით,თუმცა მისგან სუიციდის ჩადნას ვერც კი წარმოიდგენდნენ.იუტაკას უახლოესი მეგობარი და თანაავტორი,ზემოაღნიშნული მატემატიკური თეორემისა – გურუ შიმურა კი ირწმუნებოდა,რომ ტანიამა საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა.იუტაკას სუიციდიდან ერთი თვის შემდეგ,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა საცოლემ და მასზე უზომოდ შეყვარებულმა ქალმა – მისაკო სუძუკიმ,რომელმაც სიკვდილის წინ შემდეგი სახის მოკლე წერილი დატოვა:

“ჩვენ,შევპირდით ერთმანეთს,რომ,რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც ერთად ვიქნებოდით.ახლა,როდესაც ის წავიდა,მეც ვალდებული ვარ წავიდე,რათა მას იქ შევუერთდე”.

იუტაკა ტანიამას მიერ ჩადენილი სუიციდის ჩადენის ზუსტი მიზეზი დღემდე გაურკვეველია,თუმცა დარჩა სიტყვები,რომლებიც ალბათ ყველაფერს მეტყველებენ:

” – მე,დავკარგე მომავლის რწმენა…” (ავტორი გენია.ჯი)