ჯოვანი ბატისტა ბუგატი – (მართლმსაჯულების აღმსრულებელი)
ჯოვანი ბატისტა ბუგატი (1780-1869 წლები) – წარმოადგენდა პაპის ოლქის (რომის პაპების გამგებლობაში მყოფი თეოკრატიული სახელმწიფო იტალიაში 756-1870 წლებში) ეროვნებით იტალიელ,ოფიციალურ ჯალათს 1796 წლიდან 1865 წლამდე.მას იტალიურად მოიხსენიებდნენ,როგორც – Mastro Titta,რაც – “მართლმსაჯულების აღმსრულებელს” აღნიშნავდა.პაპის ოლქში,ადამიანების სიკვდილით დასჯა,ძირითადად ორ ადგილას მიმდინარეობდა – “წმინდა ანგელოზის სასახლესთან” და “პიაცა-დელ-პოპოლოს მოედანზე”.როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა,იტალიის ისტორიაში ყველაზე სასტიკმა ჯალათმა 516 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (მათ შორის მრავალი ქალის).პირველი სიკვდილით დასჯა,მან 1796 წლის 22 მარტს განახორციელა,მაშინ,როდესაც ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) 1810 წლამდე პაპის ოლქში სიკვდილმისჯილებს ან თავს ჰკვეთდნენ,ან ახრჩობდნენ. 1816 წლიდან,ბუგატი “გილიოტინის” საშუალებით სჯიდა ადამიანებს.როგორც ცნობილია,იტალიური გილიოტინები,ფრანგულისაგან განსხვავებით სწორი (და არა დახრილი) დანის პირით გამოირჩეოდა. 1817 წელს,ჯოვანი ბატისტა ბუგატის მიერ ადამიანების სიკვდილით დასჯას შეესწრო ისეთი გენიალური ინგლისელი პოეტი და რომანტიკოსი,როგორიც გახლდათ – ჯორჯ გორდონ ბაირონი,ხოლო 1865 წლის 8 მარტს კი,დიდი ინგლისელი მწერალი – ჩარლზ დიკენსი,რომელმაც აღნიშნული ფაქტი,თავის მიერ დაწერილ წიგნში – “იტალიურ სურათებში” ასახა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავისუფალ დროს,ბუგატის თავისი საცხოვრებელი რაიონის – ტრანსტევერს დატოვება კატეგორიულად ეკრძალებოდა.თუკი იგი წმინდა ანგელოზების ხიდს გადავიდოდა,ეს იმის მომასწავებელი იყო,რომ სასწრაფო წესით,სიკვდილით უნდა დასჯილიყო რომელიმე მსჯავრდებული,რაც ცნობისმოყვარე ხალხის მასიურ თავმოყრას იწვევდა. 85 წლის ასაკში,იგი “დამსახურებულ პენსიაზე” გაუშვეს და პენსიად ყოველთვიურად 30 იტალიური სკუდო დაუნიშნეს.ჰყავდა მეუღლე,თუმცა არ ჰყავდა შვილი.მას შემდეგ,რაც “სამსახურს” შეეშვა,იგი ცოლთან ერთად ვაჭრობდა (ტურისტებზე ქოლგებს ჰყიდდა). 1870 წელს,იტალიაში გილიოტინა მას შემდეგ იქნა აკრძალული,რაც იტალია გაერთიანდა.ცნობილია ისიც,რომ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ჯალათის – ჯოვანი ბატისტა ბუგატის,იგივე “მართლმსაჯულების აღმსრულებლის” პირადი ნივთები,დღემდეა დაცული რომში მდებარე კრიმინალისტიკის მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)