მუხრან მაჭავარიანი – “გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს”
თერგი,სხვისი თვალით,შეჰხარის ზღვას,
ენგურს,ჩვენი თვალით,ზღვა უვსებს თვალს…
ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?!_
გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.
***
წინაპრებს ვიგონებთ,ჩვენ როცა ვსვამთ,
ხანდახან სხვისასაც ჩვენ ვტირით მკვდარს…
ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?!_
გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.
***
მავანი სხვის ხელში უკეთ გრძნობს თავს,
ჩვენ სიკვდილ გვირჩევნავ სიცოცხლე ავს…
ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?!_
გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.