“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. ”კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით.როგორც ივლი,გზაც ისეთი გექნება,ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა… მე რა უფლება მაქვს,ან ასე ვთქვა,ან ისე”. – ღირსი გაბრიელი
2. “ქრისტემ როგორც თავისი აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთის კარი და მორწმუნეებს გაუხსნა მისგან გამოსასვლელი გზა,ასევე თავისი ამაღლებით იგი აღებს ზეცის კარს და მორწმუნეებს მასში შესასვლელს უხსნის”. – ნეტარი ავგუსტინე
3. “ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს,რის შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით”. – ღირსი გაბრიელი
4. “სანამდის ცოდვისაგან მთვრალი და ლოთი არის კაცი,აღდგომის ნათელს სწორებით ვერ მიხედავს; როდესაც განიფრთხობს ცოდვის სიმთვრალისა და ლოთობისაგან,მაშინ სწორებიტ მიხედავს აღდგომის ნათელს”. – წმინდა ანტონ ჭყონდიდელი
5. ”ქრისტეს აღდგომით სიკვდილი ჩვენთვის მარადისობაში დაბადებად და ჭეშმარიტი ცხოვრების საწყისად იქცა.გქონდეს სიკვდილის უნარი ამქვეყნიურისათვის – ეს ხელოვნებაა ცხოვრებისა”. – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)