იცით თუ არა,რომ

1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი და ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი - მაო ძე დუნი კბილებს არასოდეს იხეხდა.იგი ამ საკითხის ირგვლივ ამბობდა:  ”ვეფხვები როდის იყო კბილებს იხეხავდნენო”.

2. ”უდიდესი პრიმიტივისტი” – ასე მოიხსენიებენ კრიტიკოსები,გენიალურ ფრანგ ფერმწერს – პოლ ეჟენ ანრი გოგენს. (ავტორი გენია.ჯი)

3. როდესაც – გუგული სხვის ბუდეში დებს კვერცხს,კვალის დასაფარავად იმ ბუდიდან ერთ კვერცხს აგდებს.

4. ბამბა,ევროპის კონტინენტზე  XVI საუკუნეში გამოჩნდა.მანამდე კი მის ნაცვლად ბატის ბუმბულს იყენებდნენ.

5. წყლის საათს – “კლეპსიდრა” ჰქვია.

6. 1900-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში,თუკი ოჯახს ორი მოსამსახურე ჰყავდა,ოფიციალურად – “საშუალო კლასს” აკუთვნებდნენ.

7. პირველი ოცდაოთხი პაპი (წმინდა პეტრეს შემდეგ) – რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული.

8. მეცნიერთა ვარაუდით,მსოფლიო წყლებში 15 000 თევზის ისეთი სახეობაა გავრცელებული,რომლებიც ჯერ კიდევ არ გამოუკვლევიათ.

9. მექსიკის ყურეში ოცდათოთხმეტ სახეობამდე ზვიგენი ბინადრობს.

10. დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი – ანაქარსისი,ადამიანებს სამ კატეგორიად ჰყოფდა: გარდაცვლილნი,ცოცხალნი და ზღვაში მყოფები. (ავტორი გენია.ჯი)