ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე – ტომას ალვა ედისონი (1847-1931 წლები),თორმეტი წლის ასაკიდან ნაწილობრივ დაყრუვდა.მიზეზი კი აღნიშნული ფაქტისა გახლდათ ის რომ,პატარა ტომასს,რომელიც სადგურ ფრაიზერზე თავგამოდებით ცდილობდა უბილეთოდ მატარებელში მოხვედრას,უცნობმა კონდუქტორმა ყურებში ისეთი სიმძლავრით წაავლო ხელი და მოქაჩა,რომ ყურის ბარაბნები დაუზიანა და შესაბამისად ყურთა-სმენაც ნაწილობრივ დააკარგვინა.ტომას ალვა ედისონი მოგვიანებით იხსენებდა: “მოულოდნელად ისეთი საშინელი ტკივილი ვიგრძენი თავისა და ყურების არეებში,რომ ტკივილისაგან კრუნჩხვებშიც კი ჩავარდი.მას შემდეგ,ფაქტიურად აღარაფერი აღარ მესმისო”. (ავტორი გენია.ჯი)