ტიხო ბრაგეს შესახებ…
გენიალური დანიელი ასტრონომი,ასტროლოგი და აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ალქიმიკოსი – ტიხო ბრაგე (1546-1601 წლები),რომელმაც პირველმა ჩაატარა ევროპაში სისტემური და მაღალი სიზუსტის მქონე ასტრონომიული დაკვირვებები,რაც საფუძვლად დაედო – “კეპლერის კანონებს” (პლანეტების მოძრაობა მზის ირგვლივ),ატარებდა ხელოვნურ ცხვირს,რომელიც დამზადებული გახლდათ ოქროსა და ვერცხლისაგან.აღნიშნული ფიზიკური დეფექტი,ტიხო ბრაგემ 1566 წელს გამართულ დუელში მიიღო,ერთ-ერთ დანიელ დიდებულთან.როგორც ცნობილია,დანიისა და ნორვეგიის მეფე – ფრედერიკ II მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდა და იმედოვნებდა,რომ სწორედ ტიხო ბრაგე მოუტანდა მასსა და მის ქვეყანას დიდ აღიარებას.შესაბამისად,იგი მიღებული და ერთობ დაფასებული მეცნიერი გახლდათ სამეფო კარზე.ერთი ვერსიის თანახმად ტიხო ბრაგე,იმ ეტიკეტს შეეწირა,რომელიც მკაცრად იყო დაცული სამეფო კარზე.კერძოდ,ვახშმობის დროს,რაც არ უნდა ფიზიოლოგიური პრობლემა შექმნოდა იმ ადამიანს,რომელიც სამეფო ოჯახთან ერთად ვახშმობდა,არ შეეძლო დაეტოვებინა სამეფო სუფრა,მანამ,სანამ სუფრის ყველა წევრი ერთად არ დატოვებდა მას. (ავტორი გენია.ჯი) თუკი რომელიმე სუფრის წევრი სუფრას მიატოვებდა,ეს პირდაპირ მიიჩნეოდა სამეფო ოჯახის შეურაცხყოფად.ტიხო ბრაგე,რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებულად დახვეწილი მანერებით,კრისტიან IV-თან და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვახშმობის დროს,ერთობ შეაწუხა საპირფარეშოში გასვლის სურვილმა,თუმცა მან მაქსიმალურად შეიკავა თავი სუფრის დატოვებისაგან,რამაც (რიგ ისტორიკოსთა და მეცნიერთა აზრით) საშარდე ბუშტის გახეთქვა გამოიწვია და რასაც მისი სიცოცხლე ემსხვერპლა კიდეც რამდენიმე დღეში.თუმცა,მისი გარდაცვალების სხვა ვერსიებიც არსებობს.კერძოდ,2005 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ტიხო ბრაგეს სიკვდილში ბრალი დასდეს დიდ გერმანელ ასტრონომს,ასტროლოგსა და მექანიკოსს – იოჰან კეპლერს,თითქოს მან მოწამლა ერთ-ერთი უძლიერესი მეცნიერი-კონკურენტი. (ავტორი გენია.ჯი) 2009 წელს,სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა – პეტერ ანდერსენმა კი დაასკვნა,რომ ტიხო ბრაგე მართლაც მოწამლეს,თუმცა ამაში ბრალი არა იოჰან კეპლერს,არამედ დანიისა და ნორვეგიის მეფეს კრისტიან IV-ს მიუძღვოდა,რომლის აგენტმაც განახორციელა დიდი მეცნიერის მოწამვლა.აღნიშნულის მიზეზად ანდერსენი ასახელებს იმას,რომ კრისტიანისათვის ცნობილი იყო ტიხო ბრაგესა და დედამისის – სოფია მეკლენბურგის სასიყვარულო რომანის შესახებ.მიუხედავად მრავალი ვერსიისა,გენიალური დანიელი მეცნიერის სიკვდილის ზუსტი მიზეზი დღემდე ბურუსით არის მოცული. (ავტორი გენია.ჯი)
ხელოვნური ცხვირი,რომელსაც მუდმივად ატარებდა ტიხო ბრაგე