“პირველი ოპერატორები”

პირველი კომპანია თანამედროვე სამყაროში,სადაც ოპერატორების არსებობის აუცილებლობა წარმოიშვა,გახლდათ სატელეფონო კომპანია – “Bell Telephone Company”,რომელიც დაარსებულ იქნა 1877 წლის 9 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში,შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი მეცნიერის,გამომგონებელისა და ბიზნესმენის – ალექსანდრე გრეიამ ბელის მიერ.თავდაპირველად,აღნიშნულ კომპანიაში,ოპერატორებად მუშაობის დაწყების უფლება,მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებს გააჩნდათ,რადგან ისინი მთელი სამუშაო საათების განმავლობაში ან ფეხზე მდგომნი,ან კიდევ ჩამუხლულები მუშაობდნენ,რაც უზარმაზარ ენერგიას და ნერვებს მოითხოვდა.ბავშვებს და მოზარდებს კი,აღნიშნული სამუშაოსათვის იმიტომ არჩევდნენ,რომ სწორედ მათ ძალუძდათ ასეთი შრომატევადი სამუშაოების შესრულება.გარდა ფიზიკური შესაძლებლობებისა,მათი ნერვები უფროსი ასაკის მქონე ადამიანების ნერვებისაგან ბევრად მშვიდი და გაწონასწორებული თვისებებით გამოირჩეოდა.ასე რომ,ოპერატორობა საწყის ეტაპზე ურთულეს სამსახურს წარმოადგენდა და მხოლოდ ტექნიკის განვითარების შემდეგ გახდა იგი,ბევრად მსუბუქი საქმიანობა. (ავტორი გენია.ჯი)