ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველის ნააზრევი…

1. “პატივისცემის ღირსია არა ის, ვინც სახელმწიფოს სათავეშია, არამედ ის,ვისაც მისი მართვა შეუძლია”.

* * *

2. “ჩვენი თანამედროვეების სისუსტეს ფესვი განათლების ნაკლებობასა და უმეცრებაში უდგას, რის გამოც ძველთა სიბრძნე დღეისათვის არაადამიანურად და სინამდვილისთვის გამოუსადეგრად გვეჩვენება”.

* * *

3. “მე ღარიბი დავიბადე და გაჭირვების სიმძიმე უფრო ადრე ვიგრძენი, ვიდრე ცხოვრების სიხარული”.

* * *

3. “ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ცხოვრების პირველ წლებში შექმნილი კარგი და ცუდი წარმოდგენა, რადგან იგი მომავალში მის საქციელს განსაზღვრავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. “მამაკაცი, რომლის სახლშიც ქალი არ არის, პირუტყვივით ცხოვრობს”.

* * *

6. “ქალაქის ხსნა შინაომისაგან… სამი გზით შეიძლება; დახოცო მოთავეები, როგორც ძველად იქცეოდნენ რომაელები; განდევნო ისინი ან აიძულო დაზავება იმ პირობით, რომ აღარ აჯანყდებიან. ამ სამი გზიდან უკანასკნელი ყველაზე სახიფათო, არასაიმედო და უსარგებლოა. მსგავსი ვითარების საუკეთესო მაგალითი პისტოიის დაპყრობაა… პირველი გზა, უდავოდ, ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები ძლევამოსილებას და შორსმჭვრეტელობას მოითხოვს, სუსტი რესპუბლიკა კი ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს”.

* * *

7. “რაც შეიძლება მეტი აჯანყებული შეიპყარით. რამდენიც არ უნდა იყოს, თუნდაც ქალაქი დაცარილედეს, რამეთუ სჯობს ოცით მეტი, ვიდრე ერთით ნაკლები”.

* * *

8. “თუ მოვლენების განსჯა იმის გამო მოგბეზრდათ, რომ ბევრი რამ ხდება განსჯისა და ჩანაფიქრის მიღმა, თქვენ მართალი ხართ – მსგავსი მეც მომსვლია. თუმცა, ჩემთვის უფრო იოლია, გითხრათ ეს, ვიდრე დავანგრიო ოცნების კოშკები, რადგან ფორტუნამ ისე ინება, რომ მე არაფერი გამეგება არც შალის და არც მაუდის წარმოებაში, არც სარგებელსა და არც ზარალში; მე მხოლოდ სახელმწიფოს შესახებ შემიძლია განსჯა, და საჭიროა, კვლავაც მის შესახებ ვისაუბრო, ან საერთოდ, გაჩუმება გადავწყვიტო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. “პატივისცემას იმსახურებენ ნამდვილად გულუხვი ადამიანები და არა ისინი, ვისაც მხოლოდ შეუძლია, გულუხვი იყოს”.

* * *

10. “გვრცხვენოდეს ყველა უგუნური საქციელისა და მოვინანიოთ, რათა საბოლოოდ გავაცნობიეროთ, რომ სიზმრების სამყაროს საცდუნებლები ხანმოკლეა…”