“ადამიანების ზოოპარკი” – (ეთნოლოგიური ექსპოზიცია)
“ადამიანების ზოოპარკი” – (მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც – “ეთნოლოგიური ექსპოზიცია”) წარმოადგენდა კაცთა მოდგმის მიერ ჩადენილი რასიზმის,ცინიზმისა და დისკრიმინაციის უთვალსაჩინოეს ნიმუშს,სადაც აფრიკელი (შავკანიანი) და რიგი აზიელი მოსახლეობისა დემონსტრაციულად ჰყავდათ გამომწყვდეული (წარმოდგენილი) ეგრეთ წოდებულ ზოოპარკებში განთავსებულ ღია ან ნახევრად ღია ვოლიერებში.ამ,არაადამიანურ დაწესებულებებს ხშირად – “ადამიანების გამოფენად” და “შავკანიანთა სოფლებადაც” კი მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იქ წარმოდგენილ,ისედაც გაუბედურებულ ყოფაში ჩაცვენილ სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს (მათ შორის ოჯახებს,ქალებს,ბავშვებს,მოხუცებს),ადმინსტრაცია (მიუხედავად კლიმატის ცვალებადობისა და სიცივისა),აიძულებდა პრიმიტიულ-ველური ფორმით წარმდგარიყვნენ (მეტწილად ნახევრად შიშველი ფორმებით) გასართობად და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მისულ დამთვალიერებლებს.ასეთი დაწესებულებები,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,გავრცელებული იყო XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპულ ქვეყნებში.ძირითადად კი გერმანიაში.”ადამიანების ზოოპარკების” დაარსების პირველწყაროდ მიჩნეული გახლდათ სოციალური დარვინიზმის პრინციპები,რის გამოც “ადამიანების ზოოპარკში” მაცხოვრებელ შავკანიან მოსახლეობასთან ერთად,ხშირ შემთხვევებში მაიმუნებს ათავსებდნენ. 1870-იან წლების დასაწყისიდან,”ადამიანების ზოოპარკები” იმპერიალიზმის მეორე ტალღის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და ჩამოყალიბდა.ეს ის პერიოდია,როდესაც რიგი დასავლეთის სახელმწიფოები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ აფრიკული ქვეყნების კოლონიზაციას და ამ უზარმაზარი კონტინენტის დაყოფა-დანაწილებას.სწორედ აღნიშნულ ეპოქას უკავშირდება “ეთნოლოგიური ექსპოზიციების” გახსნა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში,ბარსელონაში,ნიუ-იორკში,მილანში,ჰამბურგსა და ვარშავაში.თითოეულ ასეთ საშინელ დაწესებულებას,წელიწადში საშუალოდ 200-300 000 დამთვალიერებელი სტუმრობდა,რაც დაწესებულებების ადმინისტრაციებსათვის საკმაოდ დიდი სემოსავლის წყარო იყო. (ავტორი გენია.ჯი) ხშირ შემთხვევებში,ასეთ წარმოდგენებს – “კოლონიალური გამოფენების” უმთავრეს ექსპოზიციებად განიხილავდნენ.გერმანიაში ყველაზე ცნობილი პიროვნება გახლდათ – კარლ ჰაგენბეკი,რომელმაც “ადამიანების ზოოპარკისათვის” საჭირო “ეგზემპლარები” წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნიდან – სამოადან და სკანდინავიიდან – საამები (დღესდრეობით მათი რაოდენობა 85 000-დან 130 000-მდე ადამიანს შეადგენს) ჩაიყვანა.მიუხედავად იმისა,რომ “ეთნოლოგიური ექსპოზიციების” საფუძვლად “სოციალურ დარვინიზმს” მიიჩნევენ,ასეთი მიზანთროპული დაწესებულებების სათავე მაინც შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ.კერძოდ,იმ პერიოდიდან,როდესაც ევროპელებმა ოკეანის გაღმა მაცხოვრებელი აბორიგენი მოსახლეობის თავიანთ ქვეყანებში ჩამოყვანა და დამონება დაიწყეს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ საყოველთაოდ ცნობილ იტალიელ მაზღვაურსა და ამერიკის აღმომჩენს – ქრისტეფორე კოლუმბს,ესპანეთში ინდიელები უმეტესწილად ადგილობრივი მოსახლეობისათვის საჩვენებლად და გასაცნობად ჩაჰყავდა.გარდა ამისა,ცნობილია,რომ ლონდონში მდებარე პანოპტიკუმში (როგორც ერთ-ერთი ექსპონატი),ჯერ კიდევ 1810 წელს იქნა წარმოდგენილი აფრიკაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მაცხოვრებელი გოტენტოტების ეთნიკური ჯგუფის წარმომადფგენელი ქალი – საარი ბაარტმანი,რომელსაც დღემდე – “გოტენტოტელ ვენერად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში არსებული “ადამიანების ზოოპარკები”,თამამად შეიძლება მოვიხსენიოთ,როგორც კიდევ ერთი (და მერამდენე) გამოვლინება კაცობრიობის მიერ ჩადენილი უგულობის,უგუნურების,დაუნდობლობის და ერთმანეთის გაუტანლობისა,რასაც ოფიციალურად “რასიზმი” და “მიზანთროპობა” ეწოდება… (ავტორი გენია.ჯი)