“შურისმაძიებლები” – (გერმანელ ფაშისტებზე მონადირეები)

“შურისმაძიებლები” – 1943 წლის 15 ივლისს,მას შემდეგ,რაც ვილნიუსის გეტოში მოქმედი იატაკქვეშა ებრაული მოძრაობის – “გაერთიანებული პარტიზანული ორგანიზაციის” ლიდერი – იცხაკ ვიტენბერგი (1907-1943 წლები) ვილნიუსის გეტოს განადგურების საფრთხის თავიდან ასაცილებლად გერმანელ ფაშისტებს ჩაბარდა (ციხეში ყოფნისას თავი ჩამოიხრჩო),აღნიშნულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ებრაელი პოეტი და პროზაიკოსი – აბა კოვნერი. (ავტორი გენია.ჯი) 1943 წლის სექტემბრის თვეში,”ვილნიუსის გეტოს” ლიკვიდაციის შემდგომ,კოვნერი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად რუდნიკის ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას მიჰყო ხელი.სწორედ ამ პერიოდში ჩამოაყალიბა ეროვნებით ებრაელებისაგან შემდგარი,გერმანელ ფაშისტთა ჯოჯოხეთად წოდებული პარტიზანული დაჯგუფება,სახელწოდებით – “Nokmim”,რაც თარგმანით – “შურისმაძიებელს” აღნიშნავს.აღნიშნულ დაჯგუფებაში არა მარტო მამაკაცები,არამედ სუსტი სქესის წარმომადგენლებიც იყვნენ გაწევრიანებული.მათ შორის,რაზმის მეთაურის მომავალი მეუღლე – ვიტკო კემპნერი.ისინი ფაშისტების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და იმთავითვე იქცნენ მიზანთროპი ნაცისტებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს და უსაშინლეს კოშმარად.მას შემდეგ,რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა,უმრავლესობა ფაშისტებისა დაუსჯელი დარჩა და შესაბამისად,მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებებისათვის პასუხი არ უგიათ.დასავლეთ გერმანიაში,იმ პერიოდისათვის 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა,რომელთა დიდ ნაწილს,ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა მიღებული ჰქონდათ ებრაელი ერის უბოროტეს გენოციდში – “ჰოლოკოსტში”.მათ შორის იყვნენ ისეთები,რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ მესამე რაიხის ხელისუფლებაში.იყვნენ ისეთებიც,რომლებიც გესტაპოსთან და ესესელებთან თანამშრომლობდა.აბა კოვნერი და მისი თანამებრძოლები მეტად უკმაყოფილო გახლდნენ ხელისუფლების უნიათობის და მართლმსაჯულების აღუსრულებლობის გამო.”შურისმაძიებლები” არ აპირებდნენ 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელის სისხლი შეეჩინათ ფაშისტებისათვის და მას შემდეგ,რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა,თავად გადაწყვიტეს აქტიური ქმედებების განხორციელება,კეძოდ “ფაშისტებზე ნადირობა”.გარკვეული პერიოდის მანძილე,დასავლეთ გერმანიაში მხოლოდ 300 ფაშისტი იყო მსჯავრდებული კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის,მაშინ,როდესაც მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო.ეს რაღა თქმა უნდა ებრაელ პატრიოტებს არ აკმაყოფილებდა და დაიწყეს კიდეც ქმედებები.ისინი იმ გერმანელებს,რომელთაც წვლილი მიუძღვოდათ ებრაელი ერის გენოციდში,სახლებში უვარდებოდნენ და ამას ისე აკეთებდნენ,თითქოს ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.დაკავებულები კი არა ციხეში,არამედ სხვადასხვა ადგილებში გაჰყავდათ და იქ ასალმებდნენ სიცოცხლეს.მათ უმთავრეს სამიზნეებს,ისინი წარმოადგენდნენ,რომლებიც “სიკვდილის ბანაკებში” მუშაობდნენ.ბევრი ნაცისტი ზედამხედველი ისე გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან,რომ თითქოს სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინოს.ცნობილია ის ფაქტი,რომ “შურისმაძიებლებმა” საავადმყოფოში მწოლიარე ერთ-ერთ ფაშისტ ჯალათსა და გესტაპოს აგენტს,პალატაშივე,ვენაში ნავთი გაუკეთეს და ამ გზით გაისტუმრეს საიქიოს.მიუხედავად მათი აქტიურობისა,კოვნერი მაინც უკმაყოფილო იყო შედეგებით. 1945 წლის დასასრულს,აბა კოვნერი პალესტინაში ჩავიდა,რა დროსაც შეხვდა ბენ გურიონსა და ჰაიმ ვეიცმანს. (ავტორი გენია.ჯი) ამავე დროს,იგი აქტიურად იყო ჩართული ებრაელების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.უკან დაბრუნებისას,კოვნერი ბრიტანლების მიერ იქნა დაკავებული,რადგან მას თან ჰქონდა საწამლავი ნივთიერებები.მცირეოდენი დრო კაიროს ციხეში გაატარა.განთავისუფლების შემდეგ,კვლავ პალესტინაში დარუნდა. 1946 წლის 13 აპრის,”შურისმაძიებლებმა” ის 12 000 პური მოწამლეს,რომლებიც განკუთვნილი გახლდათ გერმანელი სამხედრო ტყვეებისათვის ნიურნბერგის ციხეში.ამ ქმედებამ 2 200 გერმანელი მსჯავრდებულის მოწამვლა გამოიწვია.ზოგიერთი ცნობის თანახმად,აღნიშნულ მოვლენას 1 900-მდე მსჯავრდებული გერმანელის დაღუპვა მოჰყვა.ოფიციალური ცნობებით კი,207 მსაჯვრდებული ინა ჰოსპიტალიზირებული,რომელთაგან არც ერთი არ დაღუპულა.აბა კოვნერსა და “შურისმაძიებლებს” გააჩნდათ გეგმა,რომელიც ითვალისწინებდა ბერლინის,მიუნხენის,ვეაიმარის,ნიურნბერგისა და ჰამბურგის წყალსაცავების მოწამვლას,თუმცა აღნიშნული ქმედება,რიგი მიზეზების გამო ვერ განახორციელეს.როგორც ირკვევა,”შურისმაძიებლებმა”,თავიანთი არსებობის მანძილზე ის 400 ფაშისტი გაანადგურეს,რომლებსაც წვლილი მიუძღოდათ ებრაელი ერის საშინელ გენოციდში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “შურისმაძიებლების” ლიდერი – აბა კოვნერი,უმთავრესი მოწმე გახლდათ ისრაელში ჩატარებულ სასამართლოზე,ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მიზანთროპის – ადოლფ ეიხმანის საქმეზე.”შურისმაძიებლების” ორგანიზაციამ ფუნქციონირება 1950-იან წლებში შეწყვიტა,თუმცა მათ შესახებ ლეგენდები დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ დიდმა ამერიკელმა კინორეჟისორმა – კვენტინ ტარანტინომ,თავისი საყოველთაოდ გახმაურებული ფილმის – “უსახელო ნაბიჭვრების” პერსონაჟების პროტოტიპები,სწორედ “შურისმაძიებლებისაგან” აიღო.ცნობისათვის,აღნიშნულ ფილმში ისეთი გენიალური მსახიობები მონაწილეობენ,როგორებიცაა – ბრედ პიტი,კრისტოფ ვალცი,დიანე კრუგერი და სხვები.(ავტორი გენია.ჯი)

“შურისმაძიებლები”

აბა კოვნერი

კვენტინ ტარანტინოს მიერ გადაღებული ფილმის – “უსახელო ნაბიჭვრების” აფიშა