ძველეგვიპტელ ვაჭართა ერთ-ერთი წესი…
ის ძველეგვიპტელი ვაჭრები,რომლებიც შორეულ გზაზე მიდიოდნენ საქონლის შესაძენად და ზოგადად რომ ვთქვათ – სავაჭროდ,თან აუცილებლად მიჰქონდათ პატარა თიხის ან ხის სუვენირები,რომელსაც სპეციალურად ამზადებდნენ,თავიანთივე გამოსახულებებით.აღნიშნული სუვენირის დანიშნულება კი შემდეგში მდგომარეობდა: თუკი შორეულ გზაზე წასული ეგვიპტელი ვაჭარი რაიმე მიზეზის გამო გარდაიცვლებოდა (რაც,არც თუ ისე იშვიათი შემთხვევა იყო იმ პერიოდისათვის),მაშინ,მასთან მყოფ სხვა ეგვიპტელ ვაჭრებს (კოლეგებს) გარდაცვლილის ოჯახში ის სუვენირი მიჰქონდათ ან აგზავნიდნენ,რომელზეც გარდაცვლილის გამოსახულება იყო ასახული,ხოლო ცხედარს კი,გარდაცვალების ადგილზევე ასაფლავებდნენ.შესაბამისად,ძველი ეგვიპტელების ოჯახში,აღნიშნული სუვენირის მიტანა,ერთგავარად წარმოადგენდა მათი შორეულ გზაზე სავაჭროდ წასული ახლობელისა თუ ნათესავის დაღუპვის უტყუარ საბუთს. (ავტორი გენია.ჯი)