იური გაგარინი სადილად ელისაბედ II-სთან…

1961 წლის ივლისის თვეში,გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ – ლონდონში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.აღნიშნული აჟიოტაჟის მიზეზი კი,მეტად საპატიო გახლდათ,რადგან მათ ქვეყანას ის ადამიანი (იური გაგარინი) სტუმრობდა,რომელმაც პირველმა “დალაშქრა” კოსმოსი.იური გაგარინი დიდი პატივით მიიღო დიდმა ბრიტანეთმა,მათ შორის პრემიერ-მინისტრმა – ჰაროლდ მაკილანმა.იგი დაჯილდოებულ იქნა “ინგლისის საპატიო პილოტის” დიპლომით და “კოსმოსის კვლევის განვითარების” ფონდის ოქროს მედლით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,საყოველთაოდ ცნობილმა საავტომობილო კომპანიამ  ”Rolis-Royce Silver Cloud”-მა გაგარინის საპატივცემულოდ გამოსცა საავტომობილო ნომერი – “YG 1″ ანუ “იური გაგარინი 1″.ყოველივე ამის შემდგომ საბჭოთა კოსმონავტი სადილად მიიწვია გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა – ელისაბედ II-მ.სამეფო სუფრაზე მიწვეული და დედოფლის გვერდით მჯდომი გაგარინი,გააოცა არა მარტო საოცარმა კერძების სიუხვემ,არამედ იმ მრავალმა თეფშმა და თეფშების ირგვლივ განლაგებულმა სხვადასხვა დანიშნულების მქონე დანა-ჩანგალმაც,რომლის მოხმარება და დანიშნულება საბჭოთა კოსმონავტისათვის მართლაც რომ უცხო რამ იყო.ამ ფაქტმა იური გაგარინი მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.რამდენიმე ხნიანი დუმილის შემდეგ იგი სკამზე უხერხულად შეიშმუშნა,რის შემდეგაც დედოფალს მიუბრუნდა და ერთგვარი დარცხვენით უთხრა:

” – თქვენო უდიდებულესობავ! – მე უბრალო ადამიანი ვარ.გავიზარდე იმ შორეულ რუსულ სოფელში,სადაც კერძის მისართმევად მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს – კოვზს იყენებენ.ამიტომ,სუფრაზე დალაგებული მრავალი დანა-ჩანგლის დანიშნულებისამებრ გამოყენება ჩემთვის უცნობია”.

ელისაბედ II-მ,რომელიც ძალიან კარგად ერკვევა დიპლომატიასა და ზოგადად რიგით ადამიანებთან ურთიერთობებში,გაგარინს შემდეგი პასუხი გასცა:

” – ამაოდ ღელავთ ბატონო.თქვენ წარმოიდგინეთ,რომ მე ბუკინგემის სასახლეში გავიზარდე და მთელი ცხოვრებაც აქა მაქვს გატარებული.მიუხედავად ამისა დღემდე ვერც მე გავერკვიე რიგი სასადილო ჭურჭლების დანიშნულებაში”, - წარმოსთქვა თუ არა დედოფალმა ეს სიტყვები,უმალ კოვზს წაავლო ხელი და გაგარინთან ერთად “ომარის პაშტეტის” ჭამას შეუდგა,რითაც ყველანაირი უხერხულობა მოუხსნა სტუმარს. (ავტორი გენია.ჯი)