გამოჩენილ ქართველთა “ფსევდონიმები”…
1. ალექსანდრე აბაშელი (1884-1954 წლები) – გამოჩენილი ქართველი პოეტი.ნამდვილი სახელი და გვარი – ალექსანდრე ჩიჩუა.
2. შიო არაგვისპირელი (1867-1926 წლები) – გამოჩენილი ქართველი მწერალი.ნამდვილი გვარი – დედაბრიშვილი.
3. ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983 წლები) – გენიალური ქართველი ბალეტმაისტერი და ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი.ნამდვილი სახელი და გვარი – გიორგი ბალანჩივაძე.
4. ბანოვანი (1880-1934 წლები) – ცნობილი ქართველი მწერალი ქალი.ნამდვილი სახელი და გვარი – დესპინე გელოვანი.
5. ვასილ ბარნოვი (1856-1934 წლები) – გამოჩენილი ქართველი მწერალი,პედაგოგი,საზოგადო მოღვაწე და ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.ნამდვილი გვარი – ბარნაველი.
6. ბაჩანა (1866-1928 წლები) – ცნობილი ქართველი მწერალი,პოეტი და უმცროსი ძმა გენიალური ქართველი მწერლისა და პოეტის – ვაჟა-ფშაველასი.ნამდვილი სახელი და გვარი – ნიკოლოზ რაზიკაშვილი.
7. ბესიკი (1750-1791 წლები) – გენიალური ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.ნამდვილი სახელი და გვარი – ბესარიონ გაბაშვილი.
8. ესტატე ბოსლეველი (1854-1885 წლები) – დიდი ქართველი პუბლიცისტი და კრიტიკოსი.ნამდვილი გვარი – მჭედლიძე.
9. ბუმერანგი (1903-1976 წლები) – დიდი ქართველი პოეტი და მწერალი.ფსევდონიმით მოიხსენოებდნენ ასევე,როგორც – მაშაშვილი.ნამდვილი სახელი და გვარი – ალიო მირცხულავა.
10. ნიკოლოზ გაბაონი (1911-1985 წლები) – გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი,აღმოსავლეთმცოდნე და მწერალი.ნამდვილი სახელი და გავრი – ვალერიან გაბაშვილი.
11. განდეგილი (1864-1929 წლები) – ცნობილი ქართველი პოეტი და პროზაიკოსი ქალი.ნამდვილი სახელი და გვარი – დომინიკა ერისთავი.
12. გარიყული (1883-1960 წლები) – ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალი.ნამდვილი სახელი და გვარი – მარიამ თათეიშვილი.
13. ტერენტი გრანელი (1897-1934 წლები) – გენიალური ქართველი პოეტი.ნამდვილი გვარი – კვირკველია.
14. იოსებ გრიშაშვილი (1889-1965 წლები) – დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.ნამდვილი გვარი – მამულაშვილი.
15. დია ჩიანელი (1890-1945 წლები) – გამოჩენილი ქართველი მწერალი.ნამდვილი სახელი და გვარი – დავით ჩხეიძე.
16. იროდიონ ევდიშვილი (1873-1916 წლები) – გამოჩენილი ქართველი მწერალი.ბამდვილი გვარი – ხოსიტაშვილი.
17. ია ეკალაძე (XIX-XX საუკუნე) – ცნობილი ქართველი მწერალი,პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.ნამდვილი სახელი და გვარი – იაკობ ცინცაძე.
18. ალექსი ელბაქიძე (1815-1870 წლები) – გამოჩენილი ქართველი მწერალი და ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.ნამდვილი სახელი და გვარი – ლავრენტი არდაზიანი.
19. სანდრო ეული (1890-1965 წლები) – ცნობილი ქართველი პოეტი.ნამდვილი სახელი და გვარი – ალექსანდრე ქურიძე.
20. ვაჟა-ფშაველა (1862-1915 წლები) – გენიალური ქართველი პოეტი,მწერალი და ქართული ლიტერატურის უდიდესი კლასიკოსი.ნამდვილი სახელი და გვარი – ლუკა რაზიკაშვილი.
21. ვარაზი (1926-1977 წლები) – დიდი ქართველი ფერმწერი,რომელმაც ქართულ მხატვრობაში პირველმა გამოიყენა კოლაჟის ტექნიკა (სახვითი ხელოვნების სახე,რაც მდგომარეობს გრაფიკული და ფერწერული ნაწარმოებების შექმნაში სხვადასხვა მასალის დაწებებით (ქსოვილი,ტყავი,ხე,ქერქი და სხვა).ნამდვილი სახელი და გავრი – ავთანდილ ვარაზიშვილი.
22. იეთიმ გურჯი (1875-1940 წლები) – დიდი ქართველი პოეტი,სახალხო მელექსე და ლოტბარი.ძველი თბილისას აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.ნამდვილი სახელი და გვარი – იეთიმ დაბღიშვილი.
23. კოლხიდელი (1814-1902 წლები) – ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.ნამდვილი სახელი და გვარი – გრიგოლ დადიანი.
24. კულა გლდანელი (1860-1933 წლები) – ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფალავანი,რომლის ღონეზეც დღემდე ლეგენდები დადის.ნამდვილი სახელი და გვარი – ივანე ყირიმელაშვილი.
25. მარიჯანი (1890-1978 წლები) – ცნობილი ქართველი მწერალი და პოეტი ქალი.ნამდვილი სახელი და გვარი – მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე.
26. დიმიტრი მაჩხანელი (1861-1903 წლები) – ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი.ნამდვილი გვარი – ნადირაძე.
27. დუტუ მეგრელი (1867-1938 წლები) – დიდი ქართველი პოეტი,მწერალი,საზოგადო მოღვაწე და ავტორი განუმეორებეკლი ლექსისა – “მე პატარა ქართველი ვარ”.ნამდვილი სახელი და გვარი – დიმიტრი ხოშტარია.
28. ნიკოლო მიწიშვილი (1896-1937 წლები) – გამოჩენილი ქართველი პოეტი და “ცისფერყანწელთა” ერთ-ერთი აქტიური წევრი.ნამდვილი სახელი და გვარი – ნიკოლოზ სირბილაძე.
29. შიო მღვიმელი (1866-1933 წლები) – გამოჩენილი ქართველი მწერალი.ნამდვილი გვარი – ქუჩუკაშვილი.
30. ეგნატე ნინოშვილი (1859-1894 წლები) – დიდი ქართველი მწერალი.ნამდვილი გვარი – ინგოროყვა. (ავტორი გენია.ჯი)