მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – “ივდითი და ოლოფერნი”
“ივდითი და ოლოფრენი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორის – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1571-1610 წლები) მიერ,”ძველი აღთქმის” მოტივებზე,კერძოდ “ივდითის წიგნის” მიხედვით,1599 წელს ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ უნიკალურ,შედევრ-სურათს.ტილოს სიმაღლე 145 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 195 სანტიმეტრი.ლეგენდის თანახმად,ოლოფერნი გახლდათ ის ასურეთელი მხედართმთავარი,რომლის სარდლობითაც შეიჭრა ბაბილონის მეფის – ნაბუქუდუნოსარ II-ის არმია იუდეაში (ისრაელის მიწის ფართო ისტორიული ოლქი სამარიიდან სამხრეთით).ოლოფრენის ჯარმა ქალაქი ვეტილუია (აღნიშნული ქალაქი მოხსენიებულია მხოლოდ – “ივდითის წიგნში”).ალყა შემორტყმულ ქალაქში ცხოვრობდა განსაკუთრებული სილამაზითა და გონიერებით სახელგანთქმული ახალგაზრდა ქვრივი ქალი,სახელად – ივდითი.განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ქალაქის მაცხოვრებლებს ყოველგვარი იმედი ჰქონდათ გადაწურული. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,თანამოქალაქეებისაგან განსხვავებით,ხელი არ ჩაუქნევია – ივდითს.ქვრივმა ქალმა,ლამაზი ტანისამოსით შეიმოსა და მსახურ ქალთან ერთად,იმ მტრების ბანაკში შეაღწია,რომლებიც მისი სამშობლოს,ხალხისა და რწმენის განადგურებას ეშურებოდა.გონიერმა და სილამაზით განთქმულმა ივდითმა,იმდენი მოახერხა,რომ მტრის მთავარსარდალს – ოლოფრენს დაუახლოვდა. და არა მარტო დაუახლოვდა,არამედ მისი დიდი ნდობაც მოიპოვა.ერთ-ერთ საღამოს,მაშინ,როდესაც ალკოჰოლური სასმელით გაბრუებულმა ოლოფრენმა დაიძინა,ივდითმა მას მძინარეს მოჰკვეთა თავი,რის შემდეგაც სასწრაფოდ ალყაშემორტყმულ ქალაქში დაბრუნდა.გენიალურმა – კარავაჯომ,აღნიშნულ სურათზე,სწორედ ის მომენტი აღბეჭდა,სადაც ივდითი თავს ჰკვეთს ოლოფრენს.სურათზე აღბეჭდილი თითოეული დეტალი კი,შესაშური ოსტატობით აქვს მხატვარს გადმოცემული,რაც უდიდეს მოწონებას იწვევს კიდეც მნახველში.მას შემდეგ,რაც მოალყეების ლაშქარში გავრცელდა ცნობა,მხედართმთავრის დაღუპვის შესახებ,პანიკით მოცულებმა ქალაქს ალყა მოხსნეს და იქაურობა დატოვეს.ივდითი კი,იმთავითვე გმირად შერაცხა ვეტილუიას მოსახლეობამ და მას შემდეგ ბედნიერადაც იცხოვრა სიცოცხლის ბოლომდე. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სხვადასხვა წყაროები ირწმუნებიან,ივდითის პროტოტიპად კარავაჯომ,თავისი საყვარელი ქალი – მადალენა ანტონეტი გამოიყენა.მიუხედავად იმისა,რომ მრავალმა დიდმა მხატვარმა ასახა თავიანთ ქმნილებებში ივდითისა და ოლოფრენის ისტორია (რომლებიც ივდითს გამოსახავდნენ ოლოფერნის უკვე მოკვეთილი თავით),კარავაჯო მაინც განსაკუთრებულად მიუდგა სურათის სიუჟეტის შექმნას,რადგან მან სხვებისაგან განსხვავებით სწორედ ოლოფრენის თავის მოკვეთის სცენა ასახა ტილოზე.ასევე ცნობილია ისიც,რომ აღნიშნული სიუჟეტის ასახვა,მას 1599 წელს “შთააგონა”,იტალიელი მამისმკვლელი ქალის – ბეატრიჩე ჩენჩის სიკვდილით დასჯის ხილვამ.დღესდღეობით,მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს გენიალური ქმნილება – “ივდითი და ოლოფრენი” დაცულია იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე – “პალაციო ბარბერინიში”,რომელიც თანამედროვე ეპოქაში – “უძველესი ხელოვნების ეროვნულ გალერეას” წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)