“მერლინის პრემია” – (ილუზიონისტთა პრიზი)
“მერლინის პრემია” - წარმოადგენს პოპულარულ ყოველწლიურ პრიზს,რომელიც ილუზიონისტთა საერთაშორისო საზოგადოების (IMS) მიერ გადაეცემა ილუზიონური ჟანრის,წლის საუკეთესო შემსრულებელს. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაარსებულ იქნა 1968 წელს International Magicians Societ-ის მიერ.აღნიშნული ჯილდო ილუზიონისტთა სამყაროში,ფაქტიურად ისეთივე დიდი დატვირთვის მატარებელია,როგორც კინოხელოვნებაში – “ოსკარი”,მუსიკალურ ხელოვნებაში – “გრემი”,სატელევიზიოში – “ემი” და თეატრალურ ხელოვნებაში – “ტონი”.შესაბამისად მისი მოპოვება ნებისმიერი ილუზიონისტისათვის უდიდესს პრესტიჟს წარმოადგენს.თავად პრემიის სახელწოდება მომდინარეობს,საყოველთაოდ ცნობილი დიდი ჯადოქრისა და მაგის – მერლინისაგან.პრიზის დიზაინი შემუშავებულ იქნა 1968 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტის – კაროლ მიშოს მიერ.აღნიშნული პრემიის ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახლდნენ ისეთი უდიდესი ილუზიონისტები,როგორებიც გახლავან: დევიდ კოპერფილდი,კრის ენჯელი,კეიტ ბარი,ჰარი ბლეკსტოუნი,დაგ ჰენინგი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)