მუხრან მაჭავარიანი – “ვიდრე ზეცა მზიანია”
ვიდრე ზეცა მზიანია,
ვიდრე ყანა მწყრიანია,
ვიდრე მეხთა გრიალია
და ნიაღვართ რია-რია…
საქართველო… საქართველო…
ვიდრე ალაზნიანია,
ვიდრე ენგურიანია,
ვიდრე რიონიანია…
იგი ადამიანია?!_
ის რა ადამიანია!_
ამ დიდებულ სილამაზეს
ჯანს საკუთარს ვინც არ აძლევს,
როგორც შოთამ შეალია,
როგორც ვაჟამ შეალია,
ვით ილიამ შეალია,
ვით აკაკიმ შეალია.
***
ვიდრე ზეცა მზიანია,
ვიდრე ძელქვის შრიალია…
თვარა მერე,
თვარა მერე,
თვარა მერე გვიანია.