ნოტოს ნახევარკუნძული

ნოტოს ნახევარკუნძული – წარმოადგენს იაპონიის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი უდიდესი და უმთავრესი კუნძულის -ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნახევარკუნძულს.იგი განთავსებულია ისიკავასა და ტოიამას პრეფექტურებში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ნოტოს ნახევარკუნძული,ყველაზე დიდი ნახევარკუნძულია იაპონიის ზღვაში.იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 100 კილომეტრზე,ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 30-კილომეტრიდან 50 კილომეტრამდე ფართობზე.ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი ისიკავას პრეფექტურის შემადგენლობაშია. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო ძირითადი აღმოსავლეთი ნაწილი,ქალაქ ჰიმის ჩათვლით კი,ტოიამას პრეფექტურას წარმოადგენს.ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილს,რომელსაც ტოიამას ყურე ეკვრის – “უტიურას” ანუ ‘შიდა”-ს უწოდებენ; დასავლეთ ნაწილს (რომელსაც იაპონიის ზღვა ეკვრის) – “სოტოურას” ანუ “გარე”-ს უწოდებენ.ნოტოს ნახევარკუნძულის წინა-განაპირა ნაწილს – “ოკუ-ნოტო” ანუ “შორეულ ნოტოდ” მოიხსენიებენ.ნახევარკუნძულის შიდა ნაწილში მდებარეობს კუნძული ნოტო,რომელიც – ნანას ყურეს სამ მცირე ნაწილად – სამხრეთ,დასავლეთ და ჩრდილოეთად ჰყოფს.ნოტოს ნახევარკუნძულის რელიეფი ძირითადად ქედებით არის დასერილი.მისი უმაღლესი წერტილი ჰოდაცუს მთაა,რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 637 მეტრს შეადგენს.იგი თავის მხრივ,ერთგვარ საზღვარს ჰქმნის ისიკავას და ტოიამას პრეფექტურებს შორის.აღნიშნულ ნახევარკუნძულს ადრეულ ეპოქებში დიდი დატვირთვა ჰქონდა მინიჭებული,რადგან,როგორც ცნობილია – იაპონიის ზღვა,”საზღვაო აბრეშუმის გზად” იწოდებოდა და ნოტოს ნახევარკუნძული ამ გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. (ავტორი გენია.ჯი)