ალბერტ აინშტაინის შესახებ…

მას შემდეგ,რაც 1952 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა ისარელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი – ხაიმ აზრიელ ვაიცმანი,ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა – დავიდ ბენ-გურიონმა,წარმომავლობით ებრაელ,გენიალურ ფიზიკოსთან და თეორიტიკოსთან - ალბერტ აინშტაინთან გამართა შეხვედრა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ შეხვედრაზე,ისრაელის პრემიერმა ალბერტს შემდეგი სიტყვებით შესთავაზა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დაკავება:

 - მეგობარო! თქვენ ვალდებული ხართ იგივე გააკეთოთ ქვეყნის პოლიტიკისათვის,რასაც ფიზიკისათვის აკეთებთ.

ალბერტ აინშტაინმა,რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო პოლიტიკაში წასვლისა,ბენ-გურიონს შემდეგი სიტყვებით უთხრა უარი შემოთავაზებულ წინადადებაზე:

- ვშიშობ,რომ მე ბუნებრივად არ ვარ დაჯილდოვებული პოლიტიკოსის უნარ-ჩვევებით.გარდა ამისა,არა მაქვს არანაირი გამოცდილება.ამიტომ,არ ვარ დარწმუნებული,რომ სწორად განვახორციელებ სახელმწიფო მართვის პოლიტიკას. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. აქვე მინდა მკითხველო მოგახსენოთ,ალბერტის შემდეგი სიტყვები,რომელიც ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით მისი პოლიტიკისადმი დამოკიდებულებაზე: “პოლიტიკური ვნებები და გატაცებები აღვივებენ იმ ცეცხლს,რომლის მსხვერპლი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ სწორედ ადამიანები არიან…”

***

ალბერტ აინშტაინი 1955 წლის 18 აპრილს, 77 წლის ასაკში აორტის ანევრიზმის შედეგად გარდაიცვალა.მანამდე კი (განსაკუთრებით 1955 წელს),მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული.სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ექიმები მისთვის სასწრაფოდ ჩაეტარებინათ ოპერაცია.მედიკოსები ალბერტს გარანტიას აძლევდნენ,რომ ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში,იგი რამდენიმე კიდევ წელიწადს იცოცხლებდა.თუმცა დიდმა ფიზიკოსმა ექიმებს ოპერაციაზე უარი შემდეგი სიტყვებით უთხრა:

” – მე მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე მაშინ,როდესაც ამას ჩემი ორგანიზმი გადაწყვეტს.სიცოცხლის გახანგრძლივება (ჩემს შემთხევაში) ხელოვნური მეთოდებით,აბსოლუტურ სისულელედ მიმაჩნია.ეს ჩემი ბედია.ახლა ის დრო მოვიდა,როდესაც მე თქვენ უნდა დაგტოვოთ და წავიდე. და მე ამას ძალიან ელეგანტურად გავაკეთებ!”

ალბერტ აინშტაინის მეგობრებისადმი დაწერილ უკანასკნელ წერილში კი ეწერა:

”  - ჩემი მოვალეობა დედამიწაზე სრულყოფილად აღვსრულე!” (ავტორი გენია.ჯი)