პალაეოტრაგუსი

პალაეოტრაგუსი – (ბერძნული ენიდან ითარგმნება,როგორც – “ძველი თხა”) წარმოადგენს გადაშენებული წყვილჩლიქოსნების რიგის,მცოხნელი ძუძუმწოვრების სახეობის ცხოველს – ჟირაფისებრნთა ოჯახისა.მათი გავრცელების უმთავრეს ადგილებს წარმოადგენდა – აფრიკისა და ევრაზიის კონტინენტები.ისინი დედამიწაზე ბინადრობდნენ – მიოცენის (ნეოგენური პერიოდის ეპოქა; დედამიწის ისტორიის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი,რომელიც დაიწყო 23,03 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 5,332 მილიონი წლის უკან) და პლიოცენის ეპოქებში (დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქა,რომელიც დაიწყო 5,332 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 2,588 მილიონი წლის უკან).პალაეოტრაგუსები,ძირითადად ეტანებოდნენ ისეთ ღია სივრცეებს,როგორებიცაა სავანები და მეჩხერი ტყეები. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან,მათი პირველი სახეობა აფრიკის კონტინენტზე ჯერ კიდევ 20 მილიონი წლის წინათ გაჩნდა.დაახლოებით,10 მილიონის წლის უკან კი ევრაზიის კონტინენტზეც გამოჩნდნენ.აღნიშნულ კონტინენტზე მობინადრე პალაეოტრაგუსებს ორ კლასად – ევროპულად და აზიურად ჰყოფენ.ევროპული წარმომადგენლები,დაახლოებით 5,5 მილიონი წლის უკან გადაშენდნენ,ხოლო აზიური კი,2,5 მილიონი წლის უკან.მათი უკანასკნელი წარმომადგენელი ევრაზიის კონტინენტზე – ბაიკალის ტბის მიდამოებში იყო შემორჩენილი.პალაეოტრაგუსების სიმაღლე 2 მეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობდა.თანამედროვე ჟირაფებისაგან განსხვავებით,შედარებით მოკლე კისრით და გრძელი ტანით გამოირჩეოდნენ.ფეხების სიმაღლე კი,თითქმის თანაბარი ჰქონდათ.პალაეოტრაგუსის პირველი ნაშთები,პალეანთოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა საბერძნეთის ტერიტორიაზე,რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა,აღნიშნული სახეობის ცხოველის დაწვრილებითი შესწავლისა და გამოკვლევისა. (ავტორი გენია.ჯი)