ჩარლზ დანბერ ბიორჯეს კინგი – “ეპიზოდი”
აფრიკული სახელმწიფოს – ლიბერიის რიგით მე-17 პრეზიდენტი 1920-1930 წლებში - ჩარლზ დანბერ ბიორჯეს კინგი (1875-1961 წლები),ამასთანავე “ჭეშმარიტი ვიგების პარტიის” ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ (წამყვანი პოლიტიკური პარტია ლიბერიაში,რომელიც არსებობდა 1868-1980 წლებში).ლიბერიაში 1927 წელს ჩატარდა მორიგი საყოველთაო არჩევნები პრეზიდენტისა,სადაც ერთ-ერთი უმთავრესი და “უკონკურენტო” კანდიდატი თავად იყო.მას შემდეგ,რაც ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში – ჩარლზ დანბერ ბიორჯეს კინგმა “დამაჯერებელი გამარჯვება” მოიპოვა,ოფიციალურად განაცხადა,რომ მას ხმა მისცა ლიბერიის 2 340 000-მა ამომრჩეველმა. (ავტორი გენია.ჯი) გასაკვირი ამაში ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი ძალიან დიდი კაზუსი.აღნიშნული კაზუსი კი მდგომარეობდა იმაში,რომ მის მიერ დასახელებული ციფრი 15,5-ჯერ აღემატებოდა,ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ამომრჩევლთა რაოდენობას.აღნიშნული ფაქტი,მსოფლიო არჩევნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ “ფალსიფიკაციად” არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)