წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – “როდის ვართ ფარისევლები?”

“ყოველთვის,როდესაც გულის განწმენდისა და ცუდ ჩვეულებათაგან განშორების ნაცვლად,ვმალავთ ცოდვას ჩვენივე გულის სიღრმეში და გარეგნულად კეთილ სახეს ვიღებთ,ფარისევლობის ცოდვაში ვვარდებით.ვფარისევლობთ,როდესაც პირისპირ ვაქებთ და ვეფერებით კაცს და პირს უკან ცუდად ვახსენებთ მას; ფარისევლები ვართ მაშინ,როდესაც ველაპარაკებით რა ჩვენზე უფროს კაცს,ვამბობთ არა იმას,რასაც გული გვკარნახობს,არამედ რაც ეამება იმ კაცს; სიმართლეს კი არ ვამბობთ,არამედ სარგებლის გამო სიცრუეს მივმართავთ; ფარისევლები ვართ მაშინ,როდესაც კაცს ვაქებთ,არა იმიტომ,რომ იგი ღირსია ქების,არამედ იმიტომ,რომ ჩვენი მოყვარე და მეგობარია; როდესაც ენით ვამტკიცებთ სიმართლისა და სათნოების დიდ სიყვარულს,ხოლო საქმით კი უსამართლონი ვართ”.

P.S. ინტერპრეტაცია გენია.ჯი-ს ეკუთვნის…