“საოცარი ხუმრობა”
1974 წლის 1 აპრილს,ალიასკაზე (ამერიკის შეერთებული შტატები) მდებარე ქალაქ სიტკას მაცხოვრებლებმა,ქალაქის სიახლოვეს მდებარე ვულკან – ეჯკომის (რომელიც მიძინებული ვულკანების კატეგორიას განეკუთვნება) კრატერიდან ამომავალი შავი კვამლი შეაჩნიეს.აღნიშნულმა ფაქტმა,მოსახლეობაში შეშფოთება და ერთგვარი პანიკა გამოიწვია.მათი ვარაუდით,ვულკანმა ეჯკომმა გაიღვიძა,რაც ერთობ სახიფათო მოვლენა იყო არა მარტო ქალაქის მაცხოვრებლებისათვის,არამედ რეგიონისთვისაც.ქალაქის ხელმძღვანელობამ,სასწრაფო წესით შეარჩია სპეციალისტები და გამოუყო სანაპირო დაცვის ვერტმფრენი,რათა მათ თავიანთი თვალით შეეფასებინათ შექმნილი ვითარების სერიოზულობა და სირთულე. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც პილოტები კრატერს გაუსწორდნენ,ვერტმფრენში მყოფებმა შეამჩნიეს,რომ კრატერის ყელში ასეულობით საბურავი იწვოდა და საბედნიეროდ მიძინებული ვულკანი არ გააქტიურებულა.კრატერის სიახლოვესვე კი,დაინახეს თოვლზე გაკეთებული უზარმაზარი წარწერა: “დღეს 1 აპრილია!” მალევე,დადგენილ იქნა,რომ აღნიშნული ხუმრობის ინიციატორი გახლდათ,ადგილობრივ ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანთა ჯგუფი – ოლივერ ბაიკარის ხელმძღვანელობით.აქვე,აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მათ მიერ გაკეთებულ საპირველაპრილო ხუმრობას ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნებოდა,რის გამოც მსოფლიო პრესის მიერ,იგი ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ხუმრობად იქნა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)