ჩარლზ ევან ჰიუზი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 1921-1925 წლებში და ამავე ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარე  1930-1941 წლებში - ჩარლზ ევანს ჰიუზი (1862-1948 წლები),რესპუბლიკური პარტიიდან 1916 წელს წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე.საყოველთაო არჩევნებისას მის უმთავრეს კონკურენტს წარმოადგენდა ქვეყნის რიგით 28-ე მოქმედი პრეზიდენტი – ტომას ვუდრო უილსონი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ სპეციალისტები მათ შანსებს თანაბრად აფასებდნენ,ჩარლზი და მისი გარემოცვა,ოჯახის ჩათვლით იმდენად დარწმუნებული გალდნენ გამარჯვებაში,რომ ერთ-ერთი უმთავრესი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების დღეს შედეგებსაც კი არ დაელოდა ისე დაიძინა.დილით ჰიუზის ოჯახში გაისმა სატელეფონო ზარი,რა დროსაც ტელეფონზე რეკავდა ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის ჟურნალისტი.მას  აინტერესებდა თუ რა აზრის გახლდათ ჩარლზ ევანს ჰიუზი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მოწინააღმდეგის – ტომას ვუდრო უილსონის გამარჯვებაზე და საკუთარ მარცხზე (1916 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო უილსონმა 49,1 %-ით,ხოლო ჰიუზმა ხმების 46,1 % მიიღო).ყურმილი ჰიუზების სახლში მისმა ვაჟმა (სხვა მონაცემებით ჰიუზის მოსამსახურემ) აიღო და ჟურნალისტს განუცხადა,რომ “პრეზიდენტს ეძინა”. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ ჟურნალისტმა მოპასუხეს ირონიულად მიუგო: “როდესაც გაიღვიძებს,გადაეცით,რომ იგი პრეზიდენტი უკვე აღარ არის”.