“მამის მიერ,შვილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნა”…
ტომით მარდ კაცს,სახელად რაკოკესს,შვიდი ვაჟი ჰყავდა.უმცროსმა,რომელსაც კარტომესს ეძახდნენ,ბევრი ცუდი გაუკეთა დანარჩენებს.იგი უბოროტესი საქციელებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ,რაც უდიდეს შეურაცხყოფას აყენებდა,თავის უწესიერეს ოჯახს.თავდაპირველად მამა სიტყვებით ცდილობდა ბოროტი სულის პატრონი ვაჟის შეგონებას და აღზრდას,მაგრამ,მისდა საუბედუროდ ვაჟი არ ემორჩილებოდა.შვილის ბოროტი გუნებითა და საქციელებით თავმობეზრებულმა მამამ,ვაჟს ხელები გადაუგრიხა და ადგილობრივ მსაჯულებთან მიიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) რაკოკესმა,რამდენადაც შეეძლო,ზუსტად აღუწერა მოსამართლეებს მისი ვაჟის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებები და მათგან კატეგორიულად მოითხოვა,ბიჭისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ.მსაჯულები ფრიად შეწუხდნენ რაკოკესის მიერ მოთხრობილი ისტორიებით,მაგრამ თავად ვერ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი კარტომესს და ორივე მამა-შვილი სპარსეთის მეფეს აქემენდიტთა დინასტიიდან – არტაქსერქსე I-ს (ძვ.წ.აღ-ით 465-424 წლები) მიჰგვარეს,რომლის სახელიც ძველ-სპარსულად – “მართალთა სამეფოს მეუფეს” აღნიშნავდა.გულშეღონებულმა მამამ,მეფის წინაშეც იგივე გაიმეორა და მისგანაც ბოროტი შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა.ასეთი სასტიკი განაჩენის მომთხოვნ რაკოკესს,გაოგნებულმა არტაქსექსემ ჰკითხა:
- განა გაბედავ საკუთარი თვალით იხილო შვილის სიკვდილი?
რაზეც რაკოკესმა მეფეს ასეთი პასუხი გასცა:
- რატომაც არა?! როდესაც ბაღჩაში გახარებულ სალათას მწარე წანაზარდებს ვაჭრი და ვაშორებ,მათი მშობელი სალათა კი არ წუხდება,არამედ უფრო მეტად ყვავის და უფრო ტკბილი შეიქნება.მეფეო,როცა დავინახავ ჩემი ოჯახისა და ჩემი შვილების დამაქცევრის დაღუპვას,როცა მას მიეზღვება ჩადენილი ბოროტმოქმედებებისათვის ღირსეული სასჯელი,მეც,მისი ძმებიც და ოჯახიც უფრო მოვძლიერდებით!”
არტაქსექსემ მოისმინა-რა რაკოკესის პასუხი,დიდად შეაქო იგი და აღნიშნულ დიალოგზე დამსწრეებს მიმართა,რომ,ის ვინც თავის შვილებს ასე სამართლიანად განსჯიდა,სხვებისათვის პირუთვნელი და მოუსყიდავი მოსამართლე იქნებაო,რის შემდეგაც იგი ერთ-ერთ სამეფო მსაჯულად დანიშნა.აქვე,აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მეფემ გულბოროტ კარტომესსაც ააცილა სასჯელი,თუმცა უმკაცრესად გააფრთხილა,რომ თუკი კვლავ განაგრძობდა ბროტმოქმედებების ჩადენას,აუცილებლად სიკვდილით დასჯიდა.აღნიშნული ფაქტის შემდეგ,აღარავის შეუტყვია არაფერი,კარტომესის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)