სტალინი – “ქართველი ერის არსებობის” შესახებ წერდა…
“ავიღოთ თუნდაც ქართველები.რეფორმების წინა ხანაში ქართველები საერთო ტერიტორიაზე ცხოვრობდენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ; მიუხედავად ამისა,ისინი არსებითად ერთ ერს არ შეადგენდნენ,ვინაიდან,ნაწილდებოდნენ რა ერთმანეთისაგან მოწყვეტილ მთელ რიგ სამთავროებად,მათ არ შეეძლოთ საერთო ეკონომიკური ცხოვრებით ეცხოვრათ,საუკუნეების განმავლობაში ომობდნენ ურთიერთ შორის და ანადგურებდნენ ერთმანეთს,უსისიანებდნენ ერთიმეორეს სპარსელებსა და თურქებს.სამთავროების ეფემერული და შემთხვევითი გაერთიანება,რასაც ზოგჯერ ესა თუ ის იღბლიანი მეფე ახერხებდა, და ეს გაერთიანება ჩქარა ინგრეოდა თავადების ჟინიანობით და გლეხების გულგრილობით.სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.საქართველოს ეკონომიური ცხოვრების ზრდამ,გზების განვითარებამ და კაპიტალიზმის წარმოშობამ დააწესა შრომის დანაწილება საქართველოს ოლქებს შორის,რამაც საბოლოოდ შეარყია სამთავროების კარჩაკეტილობა და შეაკავშირა ისინი ერთ მთელად”. (ავტორი გენია.ჯი)