ვაჟა ხორნაული – “არცა მზეს,არცა მთვარესა”
არცა მზეს,არცა მთვარესა -
ქალი ქალს უნდა ჰგავდესო,
ერთ წყაროს ეწაფებოდეს,
ერთი ბილიკი სწამდესო.
სიმღერას გილამაზებდეს,
გულის გულიდან ნადენსო,
ხანდახან მოგიმრავლებდეს,
იისთვალება დარდებსო.
ისმოდეს,
აღარც ისმოდეს,
ჩანდეს და
არცა ჩანდესო,
მოვიდეს როცა არ ელი,
მოიმძღვარებდეს ნათელსო.
***
არცა მზეს,არცა მთვარესა,
არცა სამოთხის დარებსა -
ქალი ქალს უნდა ჰგავდესო.