“კიმ ირ სენისათვის მირთმეული საოცარი საჩუქარი”

1992 წელს,ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს ფუძემდებლისა და მისი პირველი ოდიოზური ლიდერის – კიმ ირ სენის (1912-1994 წლები) დაბადებიდან 80 წლის იუბილის აღსანიშნავად,მისმა ვაჟმა – კიმ ჩენ ირმა,მამისათვის გადასაცემად,მართლაც საოცარი საჩუქრის შერჩევა გადაწყვიტა.აღნიშნულ საჩუქარს კი,წარმოადგენდა ბეღურების ყელის ბუმბულისაგან დამზადებული საბანი.როგორც ცნობილია,სწორედ აღნიშნული ფრინველის ყელის ბუმბულისაგან დამზადებული საბანი მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო ხარისხის საბნად.იმისათვის,რომ კიმ ჩენ ირს,საჩუქრის დასამზადებლად საჭირო ბეღურების ბუმბული მოეგროვებინა,ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას ებრძანა ბეღურებზე ნადირობა. და მართლაც ქვეყანაში მასობრივად დაიწყო მოსახლეობის მიერ ბეღურების განადგურება.მოკლულ ბეღურებს კი ისინი სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემდნენ.როგორც შემდგომ გახდა ცნობილი,აღნიშნულ ღონისძიებას და ზოგადად კიმ ირ სენისათვის მისართმევი საბნის დამზადებას 700 000 ბეღურა ემსხვერპლა.ასეთი რაოდენობით ფრინველის მასიური განადგურება,ისტორიას მხოლოდ მაო ძედუნის მმართველობის პერიოდის ჩინეთში ახსოვს.იმ დროისათვის,ჩინელი მესაზღვრეების მიერ,ქვეყნის ხელისუფლების ბრძანების საფუძველზე,რიგი გადამტანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად ასი ათასობით ფრინველი იქნა განადგურებული.(ავტორი გენია.ჯი)