პერიკლეს შესახებ…

ერთ-ერთი უდიდესი  ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე,მხედართმთავრი და ორატორი – პერიკლე (ძვ.წ.აღ-ით 494-429 წლები),რომლის მმართველობის ხანაშიც ათენმა მიაღწია ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს (პერიკლეს ხანა),ათლეტური აღნაგობით გამოირჩეოდა.თუმცა,მას აწუხებდა მეტად უპროპორციო ფორმის მქონე თავის პრობლება,რომელიც გამოწვეული გახლდათ რაქიტისაგან (ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული დაავადება).იგი,აღნიშნულ დეფექტს ძალიან განიცდიდა და ფართო საზოგადოებაში ჩაფხუტის (მუზარადის) გარეშე არასოდეს ჩნდებოდა.მას,მოქანდაკეებისათვის და მხატვრებისთვის უმკაცრესი მითითება ჰქონდა მიცემული,რომ პერიკლეს ქანდაკება და პორტრეტები ჩაფხუტის გარეშე არ გამოესახათ.სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ბუნებაში არ მოიპოვება პერიკლეს არც ერთი ისეთი გამოსახულებიანი ქანდაკება ან პორტრეტი,რომელსაც თავზე მუზარადი არ ახურავს. (ავტორი გენია.ჯი)