იცით თუ არა,რომ
1. მას შემდეგ,რაც 1919 წლის 21 თებერვალს,დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ – ივანე ჯავახიშვილმა,გენიალური ქართველი კომპოზიტორის – ზაქარია ფალიაშვილის ოპერის – “აბესალომ და ეთერის” პრემიერა იხილა,აღტაცებულმა ისტორიკოსმა კომპოზიტორს უთხრა: “ეს მარტო თქვენი გამარჯვება კი არა,მთელი ქართველი ხალხის გამარჯვებააო”.
2. ძველი ეგვიპტელები – წითელს ზღვას,”ლაჟვარდოვან ზღვას” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
3. ამერიკის შეერთებული შტატების რიგის 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი (1913-1994 წლები),ერთადერთი პრეზიდენტია ისტორიაში,რომელმაც პრეზიდენტობისას,ქვეყანაში არსებულ 50-ვე შტატს ეწვია ვიზიტით.
4. ინგლისელები ირწმუნებიან,რომ 1820 წლის 30 იანვარს ანტარქტიდა აღმოაჩინა ინგლისელმა ოფიცერმა – ედუარდ ბრენსფილდმა; ამერიკელები ირწმუნებიან,რომ ამავე დღეს იგი აღმოაჩინა ამერიკელმა – ნათანიელ პალმერმა,ხოლო რუსები ირწმუნებიან,რომ ზემო აღნიშნულ დროს ანტარქტიდა აღმოაჩინეს რუსმა მიხეილ ლაზარევმა და ბეინსჰაუზენმა.
5. 1918 წლის 1 თებერვალს,მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა – ტიხონმა (1865-1925 წლები),საჯაროდ გადასცა “ანათემას” საბჭოთა ხელისუფლება.
6. “შაქარი”,სანსკრიტული “სარკარისგან” წარმომავალი სიტყვაა და – “ტკბილს” აღნიშნავს.
7. პირველი სოციალისტური სახელმწიფოს ფუძემდებელმა – ლენინმა,ერთ-ერთ თავის ნაშრომში ხალხი სამ კატეგორიად დაჰყო: დამნაშავეებად,სასარგებლო იდიოტებად და კომუნისტებად.
8. ტიბეტურ ენაზე – ლამა, “ყველაზე მაღალს” აღნიშნავს.
9. უძველესი ცივილიზაციისა და მაღალი კულტურის გამო,ჩინელები საკუთარ სამშობლოს – “სამყაროს ყვავილს” უწოდებენ.
10. პირველი მსახიობი,რომელმაც გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის,მიერ დაწერილი პიესიდან – “ტრაგიკული ისტორია ჰამლეტზე,დანიის უფლისწულზე”,ჰამლეტის როლი შეასრულა,გახლდათ თეატრ “გლობუსის” ხელმძღვანელი – რიჩარდ ბერბეჯი.როგორც ცნობილია,იგი მსუქანი და მელოტი გახლდათ,რაც სრულიად არ შეეფერებოდა აღნიშნულ როლს,თუმცა შექსპირი ამ დათმობაზე მხოლოდ იმიტომ წავიდა,რომ ბერბეჯი,მისი უახლოესი მეგობარი იყო. (ავტორი გენია.ჯი)