აკაკი წერეთელი – გაბრიელ ქიქოძის შესახებ…
დიდი ქართველი მგოსანი,მწერალი და პუბლიცისტი,საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – აკაკი წერეთელი,უდიდესი სიყვარულით განმსჭვალული გახლდათ ქართველი სასულიერო პირისა და იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიმართ.როგორც ცნობილია გაბრიელს საკმაოდ მრავლად ჰყავდა ისეთი “კეთილისმსურველები”,რომლებიც მას ათასგვარ მანკიერებაში სდებდნენ ბრალს,მათ შორის ფულის აღებაში რიგი საეკლესიო მსახურებისათვის (ნათლობა,ჯვრისწერა და სხვა). (ავტორი გენია.ჯი) როდესაც აკაკის შეატყობინეს,მისთვის ძვირფასი სასულიერო პირის – გაბრიელის შესახებ აღნიშნული ამბავი,იმდენად იწყინა,რომ გადაწყვიტა ყოველივე თავად გაერკვია “ღირს მამასთან” და მას ეწვია კიდეც.აკაკიმ გაბრიელს სტუმრობისას,აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.მამა გაბრიელმა კი,აკაკის გასაოცრად ყოველივე დაადასტურა,თუმცა ამასთანავე მას განუცხადა:
“დიდხანს არ ვიღებდი ფულს,მაგრამ ამ ბოლო დროს ვიღებ.ასე სჯობს.მე ამ ფულს ისევ მათთვისვე,საქველმოქმედო საქმისათვის ვიყენებო”.
…და მართლაც,ვინც ამ წმინდა კაცის ცხოვრებას იცნობს,მან იცის,რა სიმართლე გამოსჭვიოდა მის სიტყვებში.
რად უნდოდა გაბრიელ ეპისკოპოსს ფული… განა მას ოჯახი (მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა გარდაცვლილი),ან ნათესავი ჰყავდა,მით უფრო მოხუცობის ჟამს? არა,რა თქმა უნდა.თავისი ქონება ხომ,ამ უდიდესმა სასულიერო პირმა,ოფიციალურად უანდერძა ეკლესიასა და თავის სამშობლოს,რათა მას სკოლები აეშენებინა.აკაკი წერეთელი მოგვიანებით ძალიან წუხდა და შერცხვენილად მიიჩნევდა ამის გამო საკუთარ თავს და ხშირად ამბობდა: “უზომო სირცხვილი ვიგრძენი ამ ჩემი უაზრო შეეჭვების გამოო”. (ავტორი გენია.ჯი) გაბრიელ ქიქოძის მიმართ აკაკი წერეთელს,სიცოცხლის ბოლომდე დარჩა უდიდესი სიყვარული,მოწიწება და პატივისცემა,რომელსაც იგი არასოდეს არავისთან არ მალავდა.