რომას კალანტა – “ლიტვის თავისუფლებისათვის თვითშეწირვა”…
რომას კალანტა (1953-1972 წლები) – წარმოადგენდა ლიტველ დისიდენტსა და მამულიშვილს,რომლის სახელიც მას შემდეგ იქცა საყოველთაოდ ცნობილი,რაც 1972 წლის 14 მაისს,საბჭოთა ოკუპაციისა და ქვეყნის რუსიფიკაციის პროტესტის ნიშნად,ლიტვის ქალაქ კაუნასში მდებარე მუსიკალური თეატრის სიახლოვეს (იქ სადაც ყველაზე მეტი ლიტველი ახალგაზრდა იყრიდა თავს) სიცოცხლე სუიციდით დასრულა (თავი დაიწვა).იმ დროს,როდესაც დიდი ლიტველი მამულიშვილი თვითდაწვის აქტს მიმართავდა,ლიტვურ ენაზე ხმამაღლა გაიძახოდა – “თავისუფლება ლიტვას!” მის უკანასკნელ ჩანაწერს ბლოკნოტში კი წარმოადგენდა შემდეგი სიტყვები: “ჩემს სიკვდილში დამნაშავე,მხოლოდ და მხოლოდ წყობილებაა!”.
აღნიშნულ აქტს,რომას კალანტას გარდაცვალება და ლიტველი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა.იმისათვის,რომ საბჭოთა ხელისუფლებას ხელი შეეშალა რომას კალანტას დაკრძალვაზე უამრავი ლიტველის დასწრებისათვის,სუკ-მა მისი ცხედარი მოსალოდნელზე ორი საათით ადრე დაკრძალა.მიუხედავად ამისა,მათ თავიდან მაინც ვერ აიცილეს ლიტველი ახალგაზრდების საპროტესტო თავშეყრა,რომლებმაც გარდაცვლილი მამულიშვილის სახლიდან მასობრივი მსვლელობა მოაწყო კაუნასის მთავარი ქუჩის – “ლეისვეს აპლეისაკენ”.დემონსტრაციები 18 და 19 მაისს მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდა 3 000 ადამიანზე მეტი.”წითელმა დიქტატურამ” ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო.მათ აპატიმრებდნენ,ცემდნენ და ღირსებას ულახავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) რომას კალანტას მიერ ჩადენილი აქტისაგან გამოწვეულ პროტესტს 402 ადამიანის დაკავება მოჰყვა.მათგან 33 ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის მისცეს პასუხისგებაში,6 ხულიგნობისათვის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავად პროტესტს შეწირული დიდი ლიტველი მამულიშვილი – რომას კალანტა,სასამართლომ ფსიქიკურად შეშლილად სცნო.სუკმა,კალანტას ისედაც გაუბედურებულ მშობლებს,მკაცრად აუკრძალა შვილის საფლავზე,შემდგომი 8 წლის მანძილზე ძეგლის ან საფლავის ქვის დადგმაც კი.საბოლოოდ,თვითშეწირული ლიტველი ახალგაზრდის საფლავზე ძეგლი დადგმულ იქნა მხოლოდ 1982 წელს.
მოგვიანებით,რომას კალანტას შესახებ,დაწერილ იქნა რამდენიმე წიგნი,გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი,სახელწოდებით – “შადრევნის შვილები”. 2005 წლის 5 ივლისს,ლიტვის ხელისუფლებამ (სიკვდილის შემდგომ) იგი დააჯილდოვა “ვიტისის პირველი ხარისხის ორდენით”. 2002 წლის 14 მაისს კი,მისი გარდაცვალებიდან 30 წლის აღსანიშნავად,დამოუკიდებელი ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის ინიციატივით,იმ ადგილას,სადაც დიდმა მამულიშვილმა თავი დაიწვა,გახსნილ იქნა მემორიალი,სახელწოდებით – “მსხვერპლის ველი”.რომას კალანტას ხსოვნას,დღევანდელ დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ ლიტვაში და მას,თითოეული ლიტველი სამშობლოს თავისუფლებას შეწირულ გმირად მოიხსენიებს.(ავტორი გენია.ჯი)