“La Bougie du Sapeur” – (საოცარი პერიოდულობით გამომავალი გაზეთი)
1980 წელს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაარსებულ იქნა გაზეთი სახელწოდებით – “La Bougie du Sapeur”.ალბათ ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი გარემოება: აღნიშნული გაზეთი რეგულარულად გამოდის მხოლოდ და მხოლოდ 29 თებერვალს.როგორც წესი,აღნიშნულ თარიღს “ნაკიან წლად” მოიხსენიებენ.შესაბამისად,გაზეთი - ”La Bougie du Sapeur” ყოველ ოთხ წელიწადში მხოლოდ ერთხელ გამოდის.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ რიგმა ჟურნალისტებმა,ამ უცნაური პერიოდულობით გამომავალ გაზეთს სახელად – “ნაკიანი გაზეთი” უწოდეს.თავად გაზეთის სახელი,რომელიც თარგმანით – “საპერის სანთელს” აღნიშნავს,XIX საუკუნის ფრანგული კომიქსების,გამოგონებული გმირის – საპერ გამამბერის საპატივცემულოდ უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მასზე შექმნილი ლეგენდა მოწმობს,საპერი 29 თებერვალს იყო დაბადებული,რის გამოც დაბადების დღის აღნიშვნა ერთობ იშვიათად უწევდა. 5 დაბადების დღის გასვლის შემდეგ,ჯარში გაიწვიეს.ოფიციალურად იგი ამ დროს მხოლოდ 5 წლის გახლდათ,რაც წესით 20 წლის ასაკს უტოლდება.უახლესი ნომერი,აღნიშული გაზეთისა,გამოცემულ იქნა 2012 წლის 29 თებერვალს და იგი დაარსების დღიდან (1980 წელი) მხოლოდ მე-9 ნომერია.”La Bougie du Sapeur”-ის ტირაჟი 200 000 ეგზემპლარია.თითოეულის ეგზემპლარის ფასი კი – 4 ევროა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მისი გამოწერა 100 წლის ვადით,100 ევროდაა შესაძლებელი.გაზეთის ბოლო ნომრის უმთვრესი თემა – ლუდს ეხებოდა.გარდა ამისა,მასში განთავსებული გახლდათ ტრადიციული კროსვორდი და მკითხველთა მიერ წინა ნომერში (ესე იგი 4 წლის წინ) დასმული შეკითხვების პასუხები.გაზეთის შემდგომ ნომერს მკითხველი მხოლოდ და მხოლოდ 2016 წლის 29 თებერვალს მიიღებს.ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე,”La Bougie du Sapeur”-ს მსოფლიო პრესაში ანალოგი არ გააჩნია და იგი ყველაზე საოცარი პერიოდულობით გამომავალ გაზეთად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)