ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟი – “ჟანა დ’არკი”
“ჟანა დ’არკი” – წარმოადგენს დიდი ფრანგი ფერმწერის – ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟის (1848-1884 წლები) მიერ,1878 წელს ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ შედევრ-სურათს.ტილოს სიმაღლე 254 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 279,4 სანტიმეტრი.”ორლენალი ქალწულის” და საფრანგეთის ეროვნული გმირი ქალის – ჟანა დ’არკისადმი მიძღვნილი სურათების მასობრივად ხატვა ფრანგმა მხატვრებმა 1870-1880-ანი წლებში,მას შემდეგ დაიწყეს,რაც საფრანგეთი-პრუსიის ომში (1870-1871 წლები) საფრანგეთმა მარცხი განიცადა,რასაც შედეგად ჟანა დ’არკის მშობლიური მხარის ლოტარინგიას დაკარგვა მოჰყვა.გარდა ფრანგი მხატვრებისა,ჟანა დ’არკის თემაზე,იმ პერიოდში არა ერთი ნამუშევარი შექმნეს ფრანგმა მოქანდაკეებმაც.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი გამოძახილი იმისა,რომ აღნიშნული სურათის ავტორს,რომელიც თავად გახლდათ ლოტარინგიიდან,შეექმნა მისი გმირი თანამემამულე ქალის სურათი. (ავტორი გენია.ჯი)
ტილოზე გამოსახული ჟანა დ’არკი,უბრალო (გლეხის) ტანისამოსით არის ასახული.სურათის უკანა პლანზე გამოსახულია ჟანას მშობლიური სახლი დომრემის კომუნაში.როგორც ისტორიულად არის ცნობილი,სწორედ ამ სახლში ჰქონდა მას ხილვა,რა დროსაც მიქაელ მთავარანგელოზი,წმინდა ეკატერინე და წმინდა დიდმოწამე მარინე გამოეცხადა.ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟმა ჟანა დ’არკის სახლის კედლებზე სიმბოლურად იმ წმინდანთა გამოსახულებები გამოსახა,რომლებმაც მას საფრანგეთის გადასარჩენი მისია დააკისრეს.
სურათი,ფართო საზოგადოებამ პირველად 1880 წელს იხილა,პარიზის სალონში და უდიდესი მოწონებაც დაიმსახურა.იმავე წელს,ტილო შესყიდულ იქნა ნიუ-იორკელი – ერვინ დევისის მიერ,რომელმაც იგი 1889 წელს,ამერიკის შეერთებულ შტატებში (ნიუ-იორკში) მდებარე მსოფლიოში სახელგანთქმულ – “მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს” უსახსოვრა.მას შემდეგ,ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟის შედევრმა სურათმა – “ჟანა დ’არკი”,ამერიკის ტერიტორია და ზოგადად მუზეუმი,მხოლოდ ერთხელ 1889 წელსვე დატოვა,რადგან იგი წარმოდგენილ იქნა პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე.დღესდღეობით,დიდი ფრანგი მხატვრის მიერ შესრულებული სურათი – “ჟანა დ’არკი” დაცულია ნიუ-იორკში მდებარე “მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)