“ცნობილ ადამიანთა უკანასკნელი სიტყვები”
1. “მე არ მითქვია იმის ნახევარიც კი,რაც საკუთარი თვალით ვიხილე”. – მარკო პოლო (გამოჩენილი ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური)
2. “ყოველი მეფე ფეხზე მდგომი უნდა მოკვდეს”. – ლუი XVIII დე ბურბონი (საფრანგეთის მეფე 1814-1815 წლებში,რომელმაც კუნთების დაავადების გამო.ცხოვრების დიდი ნაწილი ინვალიდის ეტლში გაატარა) (ავტორი გენია.ჯი)
3. “გაუმარჯოს თავისუფლებას!’ – ჰანს შოლი (ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი გერმანელი აქტივისტი,რომელმაც აღნიშნული სიტყვები გილიოტინაზე თავის მოკვეთის წინ წარმოსთქვა)
4. “სიკვდილი,ძვირფასო? ეს იქნება უკანასკნელი რამ,რასაც ვაკეთებ!” – გრაუჩო მარქსი (დიდი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი)
5. “საფრანგეთი,არმია,ჟოზეფინა”. – (სიკვდილის სარეცელზე მყოფი – ნაპოლეონ ბონაპარტის უკანასკნელი სიტყვები)
6. “მოდუნდით ბატონებო,ეს არც თუ ისე მტკივნეულია!” – (დიდი ამერიკელი მწერლის – ჰანტერ სტოქტონ თომპსონის მიერ დაწერილი უკანასკნელი სიტყვები,სუიციდის წინ)
7. “ვიცი,ჩემს მოსაკლავად მოხვედი.გააკეთე ეს.მესროლე ლაჩარო! შენ მხოლოდ კაცის მოკვლას აპირებ!” – (ერნესტო ჩე გევარას უკანასკნელი სიტყვები ჯალათის – სერჟანტი ტერანისადმი,ბოლივიაში სიკვდილით დასჯის წინ)
8. “რაოდენ შორს არის სიკვდილი”. – ჯორჯ სმიტ პატონი “უმცროსი” (ერთ-ერთი უმთვარესი გენერალი ამერიკის შეერთებული შტატების საჯარისო დანაყოფებისა,მეორე მსოფლიო ომში)
9. “აქ ხანძარია! უნდა გავიდეთ,თორემ დავიწვებით!’ – (დიდი ამერიკელი ასტრონავტის – როჯერ ბრიუს ჩაფფის უკანასკნელი სიტყვები 1967 წელს,კოსმოსური ხომალდის – “აპოლონ 1″-ის კატასტროფისას)
10. “არ დაარღვიოთ ჩემი წრეები!” – (არქიმედეს უკანასკნელი სიტყვები იმ დროს,როდესაც იგი რომაელებმა ქვიშაზე გეომეტრიული თეორემების გამოყვანისას მოკლეს) (ავტორი გენია.ჯი)