ჰიერონომიუს ბოსხის შესახებ…
ჰიერონომიუს ბოსხი (1450-1516 წლები) – რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – ჰიერონიმუს ვან აკენი,იმ გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერს წარმოადგენდა,რომელსაც მხატვარ-სიურეალისტებმა – “საშინელებათა საპატიო პროფესორი” უწოდეს.თანამდეროვე მხატვართა ნაწილი,მიუხედავად დიდი სხვაობისა,მას – ლეონარდო დავინჩისა და რაფაელს უტოლებს.მათი მოსაზრებით,ბოსხის შემოქმედება იმდენად იდუმალებით არის მოცული,რომ თვით – “მონა ლიზას” იდუმალ ღიმილსაც კი ჩრდილავს. (ავტორი გენია.ჯი) ჰიერონომიუსის შემოქმედება ძირითადად ხასიათდება – “ბნელი საუკუნეების” აღწერით,რომლებშიც მრავლად არის ცრურწმენის,შიშის,უცნაურობის,ადამიანების წამების,ქიმერების,მონსტრების მრავალი ეპითეტი.იგი მანიაკალური სიზუსტითა და უდიდესი ოსტატობით გადმოსცემდა ინფერნალურ (ჯოჯოხეთურ) არსებებს კაცთა მოდგმისა.ესპანეთის მეფის – ფილიპე II-ის (1527-1598 წლები),უდიდესი დამსახურებაა ის,რომ მის სამეფო რეზიდენციაში – “ესკორიალის სასახლეში”,დღემდეა დაცული ყველაზე დიდი კოლექცია გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერის შემოქმედებისა.მათ შორის დაცულია,ბოსხის 1510 წელს შესრულებული,ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრიპტიხი – “ტკბობის ბაღი”.ფილიპე,განსაკუთრებულად მოხიბლული გახლდათ მისი იდუმალი შემომედებით.მიუხედავად იმისა,რომ ჰიერონომუსის სახელი ფართოდ არის გავრცელებული,მისი ბიოგრაფიიდან ცნობილი თითქმის არაფერია.მისი ფსევდონიმი (რომელიც აიღო 1480 წელს) – ბოსხი,დაკავშირებულია მხატვრის მშობლიურ ქალაქთან – ჰერტოგენბოსთან (ნიდერლანდული სახელწოდება – დენ ბოსხი).იგი მთელი მისი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე ჰერტოგენბოსში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბოსხის ოჯახი გერმანული ქალაქიდან – აახენიდან იყო წამოსული.გარდა ამისა,მამამისი – ანტონიუსი და ბიძა – იან ვან აკენი დიდი მხატვრები გახლდნენ.ქალაქის არქივში დაცული ცნობების თანახმად,ჰიერონომიუსის მამა – ანტონიუსი,1478 წელს გარდაიცვალა,რის შემდეგაც მისი სამხატვრო სახელოსნო ვაჟს დარჩა.აღნიშნულ სახელოსნოში კი მრავალი შეკვეთა მიდიოდა და სრულდებოდა.მათ შორის მზადდებოდა ხის სკულპტურებიც.მალევე გაწევრიანდა რელიგიურ ორგანიზაციაში – “ღვთისმშობლის საძმო”.არქივებში – ბოსხი რამდენჯერმეა მოხსენიებული.მის სახელთან არის დაკავშირებული მშობლიურ ქალაქში – წმინდა იოანეს კათოლიკური ეკლესიის საკურთხევლის დამზადება. 1480 წელს დაქორწინდა – ალეიტს გოიარტ ვან დერ მეერვენზე,რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა.იგი მდიდარი ოჯახის შვილი იყო და სწორედ ამიტომ არის მოსაზრება,რომ მხატვრის შემოქმედებითი დამოუკიდებლობა აღნიშნულმა ხელსაყრელმა ქორწინებამაც უზრუნველყო.სამწუხაროთ,მათ შვილი არ ჰყოლიათ.თუმცა სხვა ვერსიის თანახმად,მიუხედავად იმისა,რომ ბოსხს მდიდარი ოჯახის შვილი ჰყავდა ცოლად,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,პირადად მას არავითარი უძრავი ქონება არ გააჩნდა.ჰიერონომიუსის გარდაცვალების შემდეგ,მისმა მეუღლემ კიდევ სამი წელიწადი იცოცხლა.მეუღლის შემოქმედების ნაწილი კი,ოჯახის მემკვიდრეებს გადასცა.დღესდღეობით,ჰიერონიმუს ბოსხის შემოქმედებიდან 30 დიდებული ნამუშევარია შემორჩენილი.რიგი მხატვრებისა,მას – “სურეალისტს შუასაუკუნეებიდან” უწოდებს.მიუხედავად იმისა,რომ ესპანეთის მეფე ფილიპე II ფანატიკოსი კათოლიკე იყო,იგი მაინც აღფრთოვანებული გახლდათ ბოსხის შემოქმედებით.თუმცა XVI საუკუნის ბოლოს ინკვიზიტორებმა ესპანეთში,ჰიერონომიუსის შემომედება ერესად შერაცხეს,მაგრამ მოგვიანებით მხატვართა კოლეგიის გადაწყვეტილებით ბოსხი – ერეტიკოსობასა და ღვთისგომაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.დიდი ფლანდრიელი მწერალი,პოეტი,მხატვარი და ავტორი – “წიგნი მხატვრების შესახებ”,ბოსხის შემოქმედების შესახებ წერდა: “გასაოცარი და უცნაური ფანტაზია… უფრო მეტად უსიამოვნო,ვიდრე საშინელი…” რიგი მხატვრები კი,ჰიერონომუსის შესახებ წერდნენ,რომ იგი იმ უიშვიათეს მხატვარს წარმოადგენს,რომელიც ღრმად ჩასწვდა,როგორ ჯოჯოხეთურ,ასევე ზეციურ სიღრმეებს. (ავტორი გენია.ჯი)
ჰიერონომიუს ბოსხის შემოქმედება