ლევ ტოლსტოის ბიოგრაფიიდან…
ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ რუს მწერალს,რომელმაც პირველმა განაცხადა უარი საკუთარ საავტორო უფლებებზე,გამოდიოდა სახელმწიფოს სისტემის წინააღმდეგ,რელიგიური ავტორიტეტების უარყოფისათვის განკვეთილ იქნა ეკლესიისაგან,კატეგორიული უარი განაცხადა “ნობელის პრემიის” აღებაზე,(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სძულდა ფული,აქტიურად იბრძოდა გლეხების უფლებების დასაცავად და ფართოდ იყო დაინტერესებული ოკულტიზმით.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის კორიფე – ლევ ტოლსტოი,ერთობ აზარტული მოთამაშე გახლდათ.მან,ერთ-ერთ მემამულე მეზობელთან,ბანქოს თამაშში წააგო იმ ძირითადი მშობლიური სახლის მთავარი ნაგებობა სოფელ იასნაია-პოლიანაში,სადაც დაიბადა,გაიზარდა და მწერლობას ეზიარა.წაგებული,ლევ ტოლსტოიმ პატიოსნად ჩააბარა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,არაერთხელ სცადა სახლის უკან დაბრუნება (გამოსყოდვა) თუმცა რიგი მიზეზების გამო უშედეგოდ.
ტოლსტოიმ,თავისი მომავალი მეუღლე – სოფია ბერსი ოცდათოთხმეტი წლის ასაკში გაიცნო,მაშინ,როდესაც სოფია 17 წლის იყო.მას შემდეგ,რაც შეუღლდნენ,ერთად 48 წელიწადი იცხოვრეს და თანაცხოვრებაში 13 შვილი შეეძინათ.ლევ ტოლსტოის კალიგრაფიის გარკვევა,მხოლოდ და მხოლოდ მის მეუღლეს – სოფია ბერს შეეძლო.იგი კარგად იცნობდა მეუღლის ნაწერებში გაკეთებულ ნიშნებსა და დამატებებს,რომელსაც მწერალი მრავლად იყენებდა ამა თუ იმ ნაწარმოების წერის დროს.ამის გამო,ტოლსტოის მეუღლეს უზარმაზარი სამუშაოს შესრულება უწევდა. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით დიდი მოცულობის სამუშაო,მწერლის მეუღლემ გასწია,მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების – “ომი და მშვიდობის” მრავალჯერ გადაწერის დროს.აღსანიშნავია ისიც,რომ ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა (რომელმაც არ იცოდა თუ ვის ეკუთვნოდა ეს კალიგრაფია),როდესაც ნახა ტოლსტოის ნაწერები,გამოიტანა დასკვნა,რომ იგი ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალის მიერ იყო დაწერილი,ან კიდევ ფსიქოლოგიური გადახრების მქონე ადამიანის მიერ.
ლევ ტოლსტოი,დიდად მოხიბლული გახლდათ ინდური და ვედური ფილოსოფიით.იგი დიდ მხარდაჭერას უცხადებდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა მაჰათმა განდის არაძალადობრივ ბრძოლას ინგლისური კოლონიალიზმის წინააღმდეგ.იგი ურთიერთობდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ რუს მწერლებთან,როგორებიც იყვნენ – მაქსიმ გორკი და ანტონ ჩეხოვი.გარდა ამისა,იცნობდა – ივანე ტურგენევსაც,რომელთანაც ისეთი დაპირისპირება შეემთხვა,რომ საქმის დუელამდე მისვლას ცოტა დააკლდა.
1885 წლის ოქტომბრის თვეში,ტოლსტოის ესტუმრა მწერალი – უილიამ ფრეი,რომელიც ვეგეტარიანელი გახლდათ.მას შემდეგ,რაც ფრეიმ მასპინძელს აუხსნა ვეგეტარიანელობის სრული არსი,იგი და მისი ორი ქალიშვილი – ტატიანა და მარია ტოლსტოები,ვეგეტარიანელებად მოექცნენ.
სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში,ლევ ტოლსტოიმ ხელი მიჰყო ცნობილი ადამიანების ყველაზე საუკეთესო ციტატების შეგროვებას.მას შემდეგ,რაც ტოლსტოი გარდაიცვალა,აღმოჩენილ იქნა მისი 165 000 ხელნაწერი,მათ შორის 90 ტომი სხვადასხვა ფორმატის მქონე ნაწარმოებებისა.გარდა ამისა,მის კალამს ეკუთვნოდა 10 000 წერილიც.დიდმა ფრანგმა აკადემიკოსმა და მწერალმა – ანდრე მორუამ კი,ლევ ტოლსტოის შესახებ განაცხადა:
“ლევ ტოლსტოი – უილიამ შექსპირთან და ონორე დე ბალზაკთან ერთად,უდიდესი მწერალია ისტორიაში”. (ავტორი გენია.ჯი)