უილიამ შექსპირი – “სონეტი LIX”
ამ წუთისოფლად ვისაც შენი ნახვა ენება,
ვის გულისთქმასაც შემოენთე ვნების სამხილით,
ყველამ შეაქო საკადრისად შენი მშვენება _
მტერმა სიტყვით თუ მოყვრის სულმა ამოძახილით.
***
გარეგნულ სახეს შენ გიწონებს გარედან თვალი
და შენს მეხოტბეს ეგებ ხოტბამ ცრემლი ადინოს,
მაგრამ შენს სულში თუკი ვინმემ გაიგნო კვალი,
ქება-დიდება,არ მგონია,მოიწადინოს.
***
ამქვეყნად ბევრი შენ საზრიან ჭკუასაც გიქებს,
ალბათ ჰგონიათ _ ამაგს დასდებ დროის მსვლელობას,
მაგრამ თუ გულწრფელ მოტრფიალეს შენ არჩევ მლიქვნელს,
ყვავილის გვერდით დრო გარგუნებს სარეველობას.
***
შენი ყვავილი სურნელების გარეშე ჭკნება,
რადგან მიეცა ყველას მისი მოწყვეტის ნება…